ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გინდათ ვარსკლავები? დაუჯერეთ ვარსკლავებს!

გინდათ ვარსკლავები? დაუჯერეთ ვარსკლავებს!

ცნობილი ასტროლოგის მიხელ ცაგარელის პროგნოზით, ჩვენი სპორტისთვის დრაკონის წელიწადი წარმატებული იქნება
ცნობილი ქართველი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგია, თანაც, მხოლოდ გულშემატკივრობით როდი შემოიფარგლება: სიჭაბუკეში რაგბითა და წყალბურთით იყო დაკავებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი 35-ე საფეხბურთო სკოლაში სწავლობდა.

ამიტომაც არ არის გასაკვირი, პოპულარულ ასტროლოგს მაღალპროფესიულ დონეზე რომ შეუძლია ფეხბურთზე მსჯელობა თუ კამათი; ეგ კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ხომ ზედმიწევნით იცნობს და, დღევანდელ ვითარებაშიც ღრმადაა ჩახედული.

აი, ახლაც, ინტერვიუსთვის სახლში რომ ვესტუმრეთ, ქართული ფეხბურთის სადღეისო პრობლემებზეც ვისაუბრეთ (სანაკრებო თემაზე, მწვრთნელების კვალიფიკაციაზე, ჩვენებურთა მოსალოდნელ ტრანსფერებზე), ახლო თუ შორეული წარსულიც გავხსენეთ და მერე საერთაშორისო ასპარეზსაც "გადავწვდით"! ბევრ საკითხზე ჩვენი აზრები დაემთხვა, თუმცა ამა თუ იმ თემაზე განსხვავებული შეხედულებაც აღმოგვაჩნდა.

მოკლედ, საფეხბურთო თვალსაზრისით ფრიად საინტერესო და ერუდირებული რესპონდენტი გახლავთ, ინტერვიუს მსვლელობისას ხშირად... აქეთ გვისვამდა კითხვებს;

აი, მაგალითად, ვერაფრით აუხსნია "მანჩესტერ იუნაიტედის" გენიოსი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის ის გადაწყვეტილება, უეინ რუნი თავდასხმიდან ნახევარდაცვაში რომ გადაიყვანა და ასე შემდეგ. თუმცა ვატყობთ, სიტყვა გაგვიგრძელდა და დროა, ასტროლოგთან ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზეზიც ვახსენოთ...

ფეხბურთი და ასტროლოგია, უნდა ითვალისწინებდეს თუ არა ამა თუ იმ გუნდის (გნებავთ, ნაკრების) მწვრთნელი ფეხბურთელების შერჩევისას... ზოდიაქოს ნიშნებს, აუცილებელია თუ არა გუნდში (ნაკრებში) ფსიქოლოგის (ასტროლოგის) ყოფნა, როგორი იქნება ქართული ფეხბურთისთვის კარსმომდგარი დრაკონის წელიწადი - აი, სწორედ ამ კითხვებზე პასუხობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი...

- რამდენად არის დაკავშირებული ფეხბურთი ასტროლოგიასთან?

- ასტროლოგია ყველაფერთან არის დაკავშირებული - პლანეტები ხომ ზეგავლენას ახდენენ ბიოლოგიურ ორგანიზმებზე. გამონაკლისი, რაღა თქმა უნდა, არც სპორტია, კერძოდ - ფეხბურთი. მოგეხსენებათ, არსებობს 12 ზოდიაქოს ნიშანი, ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს, მეთორმეტე კი - მწვრთნელია. ანუ გასათვალისწინებელია გარკვეული პარამეტრები, კერძოდ, კოსმიური რიტმების პროცესი.

- საფეხბურთო ენაზე ეს როგორ გავიგოთ?

- როგორ და, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხომ აქვს ადამიანს აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდი; ასევეა ფეხბურთშიც: არის კონკრეტული დღეები, როცა უიღბლობა პიკს აღწევს, დიდია ტრავმიანობის რისკიც. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა კონკრეტული გუნდი მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობს, უამრავ მომენტსაც ქმნის, ამ დროს კი, შესაძლოა, აქეთ გაუშვას ბურთი...

- ესე იგი, კონკრეტული მატჩის წინ მწვრთნელმა მეტ-ნაკლები დოზით მაინც უნდა იცოდეს თავისი ფეხბურთელების არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არამედ თქვენ მიერ ნახსენები აღმავალი თუ დაღმავალი პერიოდები.

- რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: საქვეყნოდ განთქმული ბრაზილიელი მარიო ზაგალო მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის რანგშიც იყო და მწვრთნელისაც. ზაგალო ბრწყინვალედ არის გარკვეული ასტროლოგიაში და, საერთოდაც, ბრაზილიელთათვის ეს უცხო ხილი ნამდვილად არ არის.

მოგეხსენებათ, 1958 და 1962 წლებში ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამ გუნდში მუშაობდა ცნობილი ექიმი გოსლინგი, რომელიც საბუთებით ფსიქოლოგად იწოდებოდა, სინამდვილეში კი ასტროლოგი გახლდათ.

- თქვენი ინფორმაციით, ბრაზილიელები ახლაც სარგებლობენ ასტროლოგების რჩევებით?

- 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრაზილიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნაკრების მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მუნდიალზე ორი ცნობილი ფორვარდი, რომარიო და ჟარდელი არ წაიყვანა. ბრაზილიელთა მწვრთნელს ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკრების შტაბში მომუშავე ორმა ექიმმა, სინამდვილეში კი ასტროლოგმა, მაჩადომ და ლინკმა ურჩიეს. მათი თქმით, რომარიოსაც და ჟარდელსაც მუნდიალის დღეებში დაღმასვლის ფაზა ექნებოდათ - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობასთან ერთად ტრავმის მიღების რისკიც იყო!

სხვათა შორის, ლინკი მოგვიანებით თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა მიიწვია - აბა, გაიხსენეთ, რა წარმატებით ითამაშეს თურქებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე...

- საინტერესო ფაქტებია. თუმცა ბევრი, ალბათ, ამ საკითხს, ცოტა არ იყოს, ირონიულად შეხედავს...

- კოტე მახარაძის მონათხრობი მინდა გავიხსენო: 1982 წლის ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი სპორტულ გაზეთ "ას"-ის გარეკანზე არგეტინა-უნგრეთის მატჩის წინათქმის ნაცვლად თურმე დიდი ასოებით ეწერა: ასტროლოგთა აზრით, ამ თამაშში ახალი ვარსკვლავი დაიბადება, მოგვიანებით მსოფლიო ფეხბურთს რომ შეაზანზარებსო. ხვდებით, ალბათ, რომ დიეგო მარადონას ფენომენზეა ლაპარაკი...

- საქართველოშიც გადმოვინაცვლოთ. გვაინტერესებს, ჩვენებურ მწვრთნელს ან ფეხბურთელს თუ მოუმართავს თქვენთვის ასტროლოგიური რჩევა-დარიგებისთვის?

- სამწუხაროდ, ჯერ ეს არ მომხდარა. არადა, სულ მცირე, ორი ფეხბურთელის კარიერა, დიდი ალბათობით, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა

- შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ?

- მოგეხსენებათ, თუ როგორი უიღბლობა სდევდა კარიერის განმავლობაში არჩილ არველაძეს. როცა დავინტერესდი, თუ როდის გაიკეთა ორჯერ მენისკის ოპერაცია, რის გამოც კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია, აღმოჩნდა, რომ ეს თარიღი ორივეჯერ მთვარის დაბნელების დღეს ემთხვეოდა! ამ დროს, ადრე, ქართველი გლეხი ღვინოს არ დაწურავდა, შეშას არ დაჭრიდა; ალბათ, ექიმთა უმრავლესობამაც არ იცის, რომ ამ დღეს ოპერაციის გაკეთებაც არ შეიძლება. მოკლედ, არველაძემ ორივე ოპერაცია სატანურ დღეს გაიკეთა, რაც ასე სავალალოდ აისახა მის კარიერაზე.

- მეორე შემთხვევაც გვაინტერესებს.

- არასასურველი დღეების გარდა, პლანეტების ნეგატიური ზეგავლენა ტრანსფერებზეც შეიძლება აისახოს. მაგალითად, ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბრწყინავდა გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტიში"; თუმცა, სამწუხაროდ, "აიაქსში" გადასვლის შემდეგ მისი კარიერა დაღმავალი გზით წავიდა. არადა, ქინქლაძის ჰოროსკოპიდან გამომდინარე, მისი ჰოლანდიაში გადასვლა გაუმართლებელი იყო.

- მაინც, რატომ?

- იმიტომ, რომ ჰოლანდია მისთვის არ იყო სასურველი ქვეყანა! საპირისპირო მაგალითს მოგიყვანთ, ოღონდ, სპორტის სხვა სახეობიდან: კარგად მახსოვს, ზაზა ფაჩულიას დედამ რომ მკითხა რჩევა, რამდენად სასურველი იქნებოდა მისი შვილისთვის თურქეთში წასვლა. ამ შემთხვევაში ყველაფერი სასიკეთოდ იყო და მაშინ ისიც ვთქვი, რომ თურქეთის მერე ზაზას უფრო დიდი აღიარება ელოდა, რაც მოხდა კიდეც - ნბა-ში გადავიდა.

სამწუხაროდ, საპირისპირო სიტუაცია იყო კიდევ ერთი ჩვენი ცნობილი კალათბურთელის, ნიკა ცქიტიშვილის შემთხვევაშიც: ვურჩიე, ერთ-ერთ ქვეყანაში არ გამგზავრებულიყო, მაგრამ...

- მართლაც საინტერესო ფაქტებია, მაგრამ ხომ შეიძლება, მავანმა გაგაქილიკოთ კიდეც: ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობა თითოეული ფეხბურთელის ჰოროსკოპის მიხედვით უნდა შეარჩიოსო?

- ამას არ ვამტკიცებ, თუმცა სასურველია, რომ ნებისმიერმა მწვრთნელმა თავისი გუნდის თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც კარგად იცოდეს. ვიმეორებ, რაც უნდა კარგად იყოს გუნდი ფიზიკურად მომზადებული, არის დღეები, როცა წარმატებას ვერაფრით მიაღწევ. მოკლედ, აუცილებელია, ნებისმიერ გუნდში მუშაობდეს კვალიფიციური ფსიქოლიგი, რომელიც მწვრთნელს საჭირო რჩევებს მისცემს.

- ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გულახდილად განაცხადა: მე ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები მჭირდებაო...

- თემური მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი იყო - ეროვნული და გამარჯვებულის მენტალიტეტით შემკული; ნამდვილად არ გამკვირვებია, დიდი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ამდენს რომ მიაღწია. თუმცა, როგორც მწვრთნელს, მინდა, ვურჩიო, რომ გვერდით ფსიქოლოგიც დაიყენოს. მერწმუნეთ - ნაკრებში კონფლიქტური სიტუაციები აღარ იქნება.

- და ბოლოს: რას უქადის ქართულ ფეხბურთს დრაკონის წელიწადი?

- დრაკონი მართავს საქართველოს! ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენი ქვეყანა ფინანსურად და, საერთოდაც, ყველა სფეროში ბევრად უფრო მოძლიერდეს. მსგავს წარმატებებს ველოდები სპორტშიც: დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთის აღზევების წელიწადი იქნება; გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ამაღლდება ქართული ფეხბურთის დონე, უნდა ველოდოთ საინტერესო ტრანსფერებს, მოკლედ, წარმატებული წელიწადი გველოდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?