ოდესის "კრედო 63"-ისა და რუმინეთის "ბუქარესტის" მატჩში სამწუხარო ინციდენტი მოხდა. უკრაინელი მორაგბეები მეტოქეს ჯობდნენ და მეორე ტაიმში, როცა თოთხმეტი ქულით იგებდნენ, რუმინელებმა ორჯერ ჩხუბი ატეხეს...
ოდესის "კრედო 63"-ისა და რუმინეთის "ბუქარესტის" მატჩში სამწუხარო ინციდენტი მოხდა. უკრაინელი მორაგბეები მეტოქეს ჯობდნენ და მეორე ტაიმში, როცა თოთხმეტი ქულით იგებდნენ, რუმინელებმა ორჯერ ჩხუბი ატეხეს.

პირველ შემთხვევაში არბიტრმა მოედნიდან რატომღაც ორი უკრაინელი და ერთი რუმინელი გააძევა. მეორე, გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბევრად უფრო დაუნდობელი და ხანგრძლივი გამოდგა. მუშტი-კრივში რუმინელთა სათადარიგოებიც ჩაებნენ, რაც სარაგბო კოდექსით ყველაზე დიდი დანაშაულია. მეტიც, რუმინელი მორაგბეები არ ერიდებოდნენ ჩხუბში ფეხის გამოყენებას, ერთ-ერთმა კი გვერდითი ხაზის ალამი მოაძრო და წაქცეულ მეტოქეს ალმის ტარს თავში ურტყამდა.

ინციდენტის შემდეგ არბიტრმა მოედნიდან ერთი რუმინელი გააძევა და თამაში გაგრძელდა. ბუქარესტელებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს, შანსი ჰქონდათ, დაწინაურებულიყვნენ კიდეც, მაგრამ ოდესელებმა ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლეს და დამსხურებულად გაიმარჯვეს - 28:23.

ამ ჯგუფში ერთი შეხვედრა დარჩა გასამართი. ტურნირის ფავორიტი, თბილისის "ლელო" "ბუქარესტს" დაუპირისპირდება. რუმინულ გუნდს საგრძნობლად შეთხელებული შემადგენლობით მოუწევს თამაში. ორი რუმინელი მორაგბე მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, მინუმუმ ამდენივეს სადისციპლინო კომიტეტი დასჯის, რომლის სხდომაც დღეს გაიმართება.

კრედო 63-ბუქარესტი 28:23

კრედო 63 (15-9) მონასტირიოვი, ტაკუნოვი, კ.მასიუკოვი, გეგიძე, აზანოვი, დ.მასიუკოვი (ჟულავსკი 59), დელიერგიევი (კიკაჩეიშვილი 39) (1-8) ჩაიკა, პოლიანსკი (ვასილაკი 38), ვერტილეცკი (ზიბალო 59), რადჩუკი, კულაკოვსკი, ნოვოკრეშჩენოვი, ფედეშინი, კირსანოვი (მილოვი 69).

3ლ: კულაკოვსკი, მონასატირიოვი, კიკაჩეიშვილი. 3ს,2გ: მონასტირიოვი.

სინბინი: გეგიძე.

გაძევება: კიკაჩეიშვილი, რადჩუკი.

ბუქარესტი (15-9) იონი, ბელდეანი, პლოპეანუ (ბადეა 69), ბუდილეანუ, კომონესკუ (მინკუ 10), ვოიკუ, სურუჯუ. (1-8) ზაპანი, იონესკუ (მუნტიანუ 64), იაკობი (დიმიტრუ 36), დინუ, მუნტეანუ, პეტრეანუ, ვასილე (მიტროი 57), ვილკუ.

3ლ: დინუ, მუნტეანუ, მინკუ. 2ს,გ: მინკუ.

სინბინი: მინკუ.

გაძევება: პეტრეანუ.

მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა (საქართველო)

A ჯგუფი: ლელო - 5 ქულა, ოდესა - 4, ბუქარესტი - 1.

B ჯგუფი: ბათუმი XV - 4 ქულა, არადი - 4, ლოკომოტივი - 1.

1 სექტემბერი

ბათუმი XV-ლოკომოტივი

ლელო-ბუქარესტი

4 სექტემბერი

მცირე ფინალი

5 სექტემბერი

ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GIOREALIST
დადეთ ვიდეო, ამ ცემა-ტყევპის, ძალიან გვაინტერესეეეებს :)))))
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა