სავარაუდოდ, ძალიან მალე დატოვებს "საკრამენტო კინგზის" რიგებს ცენტრი დემარკუს კაზინსი
ამერიკული პრესის ინფორმაციით, 38 წლის მცველი მაიკლ ფინლი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებას გეგმავს.

ვეტერანმა განაცხადა, რომ მთლიანად მოირჩინა ტრავმები, დაისვენა და მზად არის სათამაშოდ. ასევე ფინლიმ შეატყობინა ჟურნალისტებს, რომ მუდმივი კონტრაქტი აქვს "დალასის" მფლობელთან მარკ ქიუბანთან.

ფინლიმ NBA-ში ბოლო სეზონი 2009-10 წელს "ბოსტონის" შემადგენლობაში ჩაატარა. მანამდე ის "ფინიქსში", "დალასსა" და "სან ანტონიოში" თამაშობდა და საშუალოდ 15.7 ქულას, 4.4 მოხსნასა და 2.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ESPN-თვის ცნობილი გახდა, რომ ჩინელმა ფორვარდმა იი იანლიანმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "დალასთან". კალათბურთელი, რომელმაც ახლახანს მოირჩინა მუხლის ტრავმა, თავდაპირველად D-ლიგის გუნდში ითამაშებს.

გასული სეზონი იანლიანმა "ვაშინგტონში" ჩაატარა. მისი საშუალო მონაცემები იყო - 5.6 ქულა და 4.0 მოხსნა.

ირანელმა ცენტრმა, 26 წლის ჰამედ ჰადადიმ "მემფის გრიზლისთან" გააფორმა კონტრაქტი. სამი წლის წინ, ის პირველი ირანელი გახდა, ვინც პლანეტის საუკეთესო ლიგაში დაიდო ადგილი. ეს სამი სეზონი მან სწორედ "მემფისის" რიგებში გაატარა, ჯამში 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალო 6 წუთის განმავლობაში 2.2 ქულა და 2.2 მოხსნა დააგროვა.

გასულ სეზონში ჰადადი ირანის ნაკრების ლიდერი იყო - აზიის ჩემპიონატზე მისი სტატისტიკა 15.4 ქულასა და 11.4 მოხსნას შეადგენდა.

სავარაუდოდ, ძალიან მალე დატოვებს "საკრამენტო კინგზის" რიგებს ცენტრი დემარკუს კაზინსი. ამ კალათბურთელს გუშინ, "ნიუ ორლეანთან" მატჩში არ უთამაშია. "მეფეების" მთავარმა მწვრთნელმა პოლ უესტფოლმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"გუნდში მომხდარი ამბები გარეთ არ უნდა გადიოდეს. პუბლიკისთვის ამის ცოდნა არ არის აუცილებელი. მაგრამ კაზინსთან მიმართებაში ეს წესი არ მოქმედებს. დემარკუსი აგრძელებს თავისი მძიმე ხასიათის დემონსტრირებას და არ სურს კლუბთან ერთად ერთი მიმართულებით სვლა.

ამიტომაც ვაცხადებ, რომ დემარკუს კაზინსს მალე სხვა კლუბში გაცვლიან. ეს გაკეთდება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, კლუბის ხელმძღვანელობა იზიარებს ამ პოზიციას", - განაცხადა პოლ უესტფოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა