ბრიტანელმა ენდი მიურეიმ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან მისი მწვრთნელი ლეგენდარული ამერიკელი ივან ლენდლი იქნება
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მიურეიმ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონიდან მისი მწვრთნელი იქნება "დიდი სლემის" ტურნირების რვაგზის გამარჯვებული, ლეგენდარული ამერიკელი ივან ლენდლი.

მიურეის თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ლენდლი მის თამაშს უფრო მრავალფეროვანს გახდის და ტექნიკურ არსენალში ახალ ელემენტებს შეიტანს.

აგრეთვე შოტლანდიელმა აღნიშნა ის კოლოსალური გავლენა, რომელიც ყოფილ ჩეხოსლოვაკიელ ჩოგბურთელს მსოფლიოს ჩოგბურთზე ჰქონდა.

"მომეწონა ის, რაც მან ჩემს თამაშზე თქვა. ძალიან გამოცდილი ადამიანია და ის რთული გზა გაიარა, რასაც ახლა მე გავდივარ. ასე რომ, შეუძლია ფსიქოლოგიური დახმარება გამიწიოს. ცხადია, რომ მას ძალიან კარგად ესმის თამაში.

პროფესიული ტურში ის ერთ-ერთი ყველაზე "მშრომელი" ჩოგბურთელი იყო, ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშე ისტორიაში, შესაბამისად, ძალიან ბევრი ცოდნა და ინფორმაცია გააჩნია, რომელიც შეუძლია მე გამიზიაროს. და კიდევ, ის ძალიან პატიოსანი ადამიანია, რაც ასევე დადებითი თვისებაა, რომელიც ყველას არ გააჩნია.

საუკეთესო მწვრთნელები ყოველთვის არ ყოფილან საუკეთესო მოთამაშეები, ხოლო საუკეთესო ჩოგბურთელები ყოველთვის ვერ ხდებოდნენ საუკეთესო დამრიგებლები. ასე რომ, ვფიქრობ, ივანისთვის ეს დიდი გამოწვევაა და როგორც მომეჩვენა, ის მოხარულია ამ პერსპექტივით. ლენდლი არასოდეს ყოფილა მწვრთნელი, მაგრამ მითხრა, რომ მზად არის ისწავლოს. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის დაწყებას", - განაცხადა მიურეიმ ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავის მხრივ, ლენდლმა აღნიშნა: "მიურეის უნიკალური ნიჭი აქვს. მოუთმენლად ველი ერთობლივი მუშაობის დაწყებას და შევეცდები დავეხმარო მას მთავარი მიზნების მიღწევაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა