გუშინ, რეკორდმაისტერმა ყატარისკენ აიღო გეზი და გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ტრადიციულად დოჰაში მოემზადება
მიუნხენის "ბაიერნს" 2012 წელს სერიოზული გეგმები აქვს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 19 მაისს უკავშირდება - სწორედ ამ დღეს, მიუნხენში, "ბაიერნის" საკუთარ "ალიანს არენაზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება და ცხადია, ბავარიელები იქ მოხვედრაზე ოცნებობენ.

გუშინ, რეკორდმაისტერმა ყატარისკენ აიღო გეზი და გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის ტრადიციულად დოჰაში მოემზადება.

"ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ყატარში გამგზავრებამდე ულიმ ჟურნალისტებს უთხრა, გული კარგს მიგრძნობს და იქნებ, 19 მაისის სახით წელს ისეთი დღე გაგვითენდეს, როცა კიდევ ერთხელ მოგვეცემა ისტორიის დაწერის შანსიო. არადა, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ზუსტად 138 დღეა დარჩენილი, მიუნხენელებს კი დღეს სხვაც ბევრი აქვთ საფიქრალი - მარტო ჩემპიონთა ლიგა ხომ არაა, გუნდი გერმანიის ჩემპიონობისთვის და გერმანიის თასისთვისაც იბრძვის. სწორედ ჰეთ თრიკზე ოცნება იქნება ამ დღეებში მიუნხენელთა მთავარი მოტივატორი - ბასტიან შვაინშტაიგერი ამბობს, 2011 წელი კარგი იყო, 2012 კი სრულყოფილი უნდა გამოვიდესო.

"ამბობენ, რომ 2011 წელი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. მე ასე არ ვფიქრობ, რადგან არცერთი ტიტული არ მოგვიგია, ხოლო ის, რომ პირადად მე პროგრესი განვიცადე და მთელი წელი მაღალ დონეზე ვთამაშობდი, ბევრს არაფერს ნიშნავს," - უთხრა შვაინიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან რეკორდმაისტერს 2012 წლისთვის იდეალური პერსპექტივები აქვს: ბუნდესლიგაში ლიდერია, გერმანიის თასზე მეოთხედფინალში გავიდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში "ბაზელის" სახით მოსალოდნელზე გაცილებით სუსტი მეტოქე ეყოლება. თუმცა მიუნხენელთა ლიდერი არიენ რობენი ამბობს, ჯერ მხოლოდ ეკვატორი გადავლახეთ, მთავარი ბრძოლები ახალი წლის პირველ ნახევარში გვაქვს მოსაგებიო.

ვან გაალი და ქაოსი წარსულია, სრული ჰარმონია დოჰაში

ბავარიელები ყატარში შარშანაც ამ დროს გაემგზავრნენ, მაგრამ მაშინ გუნდში ყველა ცუდ ხასიათზე იყო და შესაბამისად, მოსამზადებელი შეკრებაც უღიმღამო გამოდგა და დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა.

მაშინ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი იყო, რომელიც ფეხბურთელებს გულზე არ ეხატებოდათ და თანაც, "ბაიერნი" ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის "ბორუსიას" 14 ქულით ჩამორჩებოდა.

იუპ ჰაინკესის ხელში კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, რაც პირველ რიგში წარმატებების დამსახურებაა - 66 წლის გამოცდილი სპეციალისტის ხელში "ბაიერნი" სამივე ფრონტზე ფავორიტია და ფეხბურთელებიც გაცილებით თავდაჯერებულები არიან, ვიდრე შარშან ამ დროს - შვაინშტაიგერი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ რეკორდმაისტერი სეზონის მეორე ნახევარსაც ძალიან კარგად ჩაატარებს.

ზოგადად, შვაინის მონდომება განსაკუთრებით ეტყობა, რადგან ბოლო ორი თვე ლაზარეთში გაატარა: "მიხარია, რომ გუნდმა ჩემს გარეშეც შეძლო როგორც ლიდერობის შენარჩუნება, ისე გერმანიის თასის მერვედფინალის გადალახვაც. ყატარში უკანასკნელი ნაკლოვანებებიც უნდა აღმოვფხვრათ. მაგალითად, უნდა ვივარჯიშოთ იმაზე, რომ ყველა შეხვედრაში 90 წუთის მანძილზე ვიყოთ დომინანტები!"

ცხადია, რეკორდმაისტერი ყატარში მხოლოდ სავარჯიშოდ არ ჩასულა - მიზანი ფულის შოვნაცაა. დოჰაში მიუნხენელებს ერთი ტესტ-მატჩი აქვთ დაგეგმილი, მერე კი, ახალ დელიში, 60 000 მაყურებლის თვალწინ ინდოეთის ნაკრებს შეხვდებიან. რეკორდმაისტერს ამით მსოფლიოში სიდიდით მეორე ბაზარზე პოზიციების გამყარება უნდა.

ოლიჩი და პრანიჩი უნდა დარჩნენ

ხელმძღვანელები იანვარში ტრანსფერების განხორციელებას არ გეგმავენ. სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი ამბობს, ბუნდესლიგის მეორე წრესაც ამ შემადგენლობით შევხვდებით, რადგან გუნდს, რომელიც გვყავს, ასი პროცენტით ვენდობითო. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ზაფხულში ტრანსფერებში 44 მილიონი ევრო დახარჯა და შეფებს იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურება საჭიროდ არ მიაჩნიათ.

როგორც იცით, დეკემბერში ხორვატებმა, დანიელ პრანიჩმა და ივიცა ოლიჩმა გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვეს. ნერლინგერმა გაშვებაზე ორივეს უარი უთხრა. არიენ რობენთან დალაპარაკებას (ჰოლანდიელს კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული) ნერლინგერი უახლოეს კვირებში გეგმავს, ხოლო მარიო გიოტცეს ან მარკო როისის შეძენაზე ბავარიული გრანდის შეფები სერიოზულად მხოლოდ ზაფხულში დაფიქრდებიან.

შესაძლოა, "ბაიერნს" იმ დროისთვის როისისა და გიოტცეს დასათანხმებლად "ვერცხლის სინის", გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის თასის სახით გაცილებით უკეთესი არგუმენტებიც ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა