ალბერტო ჯილარდინომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სულ მალე "ჯენოასთან" 4.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს
ალბერტო ჯილარდინომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სულ მალე "ჯენოასთან" 4.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

გენუური კლუბის მესვეურებს ჯილას გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, მაგრამ მაშინ ფლორენციელებმა 29 წლის ფორვარდის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ამჯერად, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და სერია A-ს მომდევნო ტურიდან ალბერტო უკვე "ჯენოას" ღირსებას დაიცავს.

"ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება იმ ფაქტით, რომ მის გუნდში თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გადადის. ვეჭვობთ, ამ მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმება, მაგრამ პრეციოზისაც უნდა გავუგოთ - "ჯენოას" თავდასხმაში არსებული სერიოზული პრობლემებიდან გამომდინარე, ჯილას დამატება მართლაც მისწრება გახლავთ.

თავად ფეხბურთელი პრესასთან ურთიერთობისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და ალბათ მხოლოდ მას შემდეგ გამართავს ბრიფინგს, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა