დღეს ATP-ს და WTA-ს რეიტინგ-ლისტები განახლდა.

დღეს ATP-ს და WTA-ს რეიტინგ-ლისტები განახლდა. ჩვენთვის საინტერესო სიახლე ვაჟთა კლასიფიკაციაშია, ამიტომ ATP-ის სიით დავიწყებთ. ქართველთა რიცხვი სიაში სამამდე გაიზარდა - 25 წლის ლადო ჩიხლაძეს ავსტრიულ ზანკტ პიოლტენში ფინალში გასვლისთვის 10 ქულა (9 ძირითად ტურნირში, 1 საკვალიფიკაციო ბადის მოგებისათვის) დაერიცხა და ის ნახევარწლიანი განშორების შემდეგ ისევ რეიტინგიანი ჩოგბურთელია. ჩიხლაძე მსოფლიოს 891-ე ჩოგანია, რაც, რა თქმა უნდა, შორსაა მის საუკეთესო შედეგთან (350), მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 12 საფეხურით დაიხია უკან - 18 წლის სპორტსმენი 29 ქულით 667-ე პოზიციაზეა. ლაზარე კუხალაშვილი 2 ქულით 1 367-ე ადგილზეა.

ქალთა რეიტინგში ჩვენებურებს დიდი ცვლილებები არ შეხებია: 147 (+2) ანა ტატიშვილი - 422 ქულა; 189 (-) ოქსანა კალაშნიკოვა - 283; 217 (-4) მაკა ჩახნაშვილი - 242; 284 (+1) სოფიო შაფათავა - 177; 291 (-1) თათია მიქაძე - 173; 398 (-) სოფიო ქვაცაბაია - 90; 475 (+1) მანანა შაფაქიძე - 67; 556 (-4) ეკა გორგოძე - 50; 1050 (-10) ანა ჯიქია - 4.

ამ კვირაში პროფესიულ კორტებზე ერთი ქართველიც არ თამაშობს. 15 წლის თამარ ცხაკაია სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში (10 ათასი დოლარი) ცდიდა ბედს, მაგრამ პირველივე საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდა რუმინელ კლაუდია-იანა დუმიტრესკუსთან - 1:6, 1:6. თამარისთვის ეს მე-4 პროფესიული ტურნირია კარიერაში. სამწუხაროდ, ჯერ მას სეტიც არ აქვს მოგებული.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა