საახალწლოდ ფიდეს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგლისტში ქართველი დიდოსტატი 2535 პუნქტით მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდა
შარშან ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე საუკეთესო მოჭადრაკე ქალთა პირველ ათეულში ჯერ კიდევ 2009 წელს შევიდა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ მე-4 ადგილამდეც აღზევდა, მაგრამ შარშან ნოემბერში სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზით ათეული დატოვა.

ნანამ 2011 წლის მიწურულს შესანიშნავად იასპარეზა ქალთა გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა და პირველ დაფაზეც მესამე იყო, რეიტინგიც გაიუმჯობესა და საახალწლოდ ფიდეს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგლისტში 2535 პუნქტით მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ლიდერობა კი უნგრელმა იუდით პოლგარმა (2710) შეინარჩუნა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა ჩინელმა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (2605), ინდოელი ჰამფი კონერუ (2589), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩი ჰოუ იფანთან წააგო, მესამე საფეხურზე ჩამოქვეითდა. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2580), კატერინა ლახნო (უკრაინა, 2557), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2552), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2551), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2537), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2523). საუკეთესო ასეულში, ნანას გარდა კიდევ 12 ქართველი მოჭადრაკეა: 17. მაია ჩიბურდანიძე (2500), 21. ბელა ხოტენაშვილი (2490), 33. ლელა ჯავახიშვილი (2454), 38. ანა მათნაძე (2447), 42. ნინო ხურციძე (2444), 49. ნინო ბაციაშვილი (2426), 61. ნაზი პაიკიძე (2411), 64. სოფიკო ხუხაშვილი (2408), 68. სალომე მელია (2398), 79. სოფიკო გურამიშვილი (2384), 84. თამარ წერეთელი (2383), 98. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა ასეულში ერთადერთი წარმომადგენელი გვყავს - ბაადურ ჯობავა, რომელიც 2704 პუნქტით 38-ეა. აქ კვლავაც ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი მეწინავეობს (2835). მასთან ერთად ათეულში არიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2805), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2793), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2773), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2770), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2769), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2766), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2763), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი, 2761).

ოცწლამდელ გოგონათა ოცეულში ნაზი პაიკიძე (2411) მე-5 ადგილზეა, ხოლო მერი არაბიძე (2358) - მეთერთმეტე, ვაჟთა ოცეულში წარმომადგენელი არ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა