32 წლის მცველი თბილისურ კლუბთან თათბირობდა, თუმცა ბოლოს მაინც "ერგოტელისში" დარჩენა ამჯობინა
თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გუნდში ბევრ ცნობილ მოთამაშეს ვიხილავდით.

შევიტყვეთ, რომ ერთი ასეთთაგანი თბილისური კლუბისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად ბერძნული "ერგოტელისის" 32 წლის მცველი გიორგი შაშიაშვილი უნდა ყოფილიყო.

ინფორმაცია დავაზუსტეთ და აღმოჩნდა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ...

"დასამალი არ არის, თბილისის "დინამოსთან" მოლაპარაკება მქონდა, ჩემთვის სასიამოვნო იყო კლუბის ინტერესი, საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ მისი წინადადება გამახარებდა. მაგრამ მაისში "ერგოტელისთან" ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, თანაც, ისედაც გადაწყვეტილი მქონდა, რომ 2013 წლამდე ვრჩებოდი.

ბერძნულ ფეხბურთში კრიზისი კია, მაგრამ ჩვენ კუნძულ კრეტას გუნდი ვართ, საკურორტო ზონას კი ფინანსური კრიზისი ისე არ შეხებია. ამას გარდა, "ერგოტელისიც" არ გამიშვებდა, ასე რომ, საბოლოოდ დარჩენა გადავწყვიტე", - გვითხრა შაშიაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა