იაპონიის სუმოს ასოციაციამ პროფესიონალ სუმოისტთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ პროფესიონალ სუმოისტთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. სპორტსმენები სექტემბრის ბაშოზე (აკი ბაშო) ამ რანგით წარდგებიან ტოკიოს პუბლიკის წინაშე. შეგახსენებთ, რომ წლის მეხუთე და ბოლოსწინა ბაშო სუმოს მექა "კოკუგიკანში" 12-26 სექტემბერს გაიმართება. რეიტინგ-ლისტში საოცარი ცვლილებები მოხდა, რაც ზაფხულის სკანდალს უკავშირდება, როცა სუმოისტთა გვარიანი ნაწილი არალეგალურ ტოტალიზატორებში თამაშში გამოიჭირეს.

ისტორიაში მეორედ (ტოკიოში პირველად) უმაღლეს დივიზიონში სამი ქართველი რიკიში იჭიდავებს: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ლევან ცაგურია (კოკაი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ). ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინი ცუდად გამოვიდა (6-9) და სუმოს იერარქიაში რანგით მე-4 ტიტულს (კომუსუბი) გამოეთხოვა. ლევანი ისევ რიგითი მაეგაშირაა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენებური ბევრით არ დაუქვეითებიათ - 23 წლის მცხეთელი ფალავანი დასავლეთის მე-2 მაეგაშირაა. მას შეუძლია სექტემბერშივე დაიბრუნოს ტიტული (9-10 მოგება დასჭირდება).

კოკაიმ დადებითი ბალანსით (8-7) დაასრულა ივლისის ბაშო და ეს რეიტინგში დაუფასდა, მე-12 მაეგაშირა აღმოსავლეთის მე-8 ნომერი გახდა. ძალზე ცუდად იასპარეზა ნაგოიაში გაგამარუმ (5-10) - დებიუტანტი არ გავარდა, მაგრამ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირობამდე დააქვეითეს. ყველაზე მძიმე რიკიში ელიტაში ფრთხილად უნდა იყოს, მორიგი უარყოფითი ბალანსი მას დივიზიონის დატოვებად დაუჯდება.

ოსი რიკიში არანი რუსეთის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც სეკივაკეს (რანგით მე-3) ტიტული მოიპოვა. დებიუტი აქვს ამ რანგში ტოჩიოძანსაც. მაკუუჩის დივიზიონში ორი ახალბედაა: სოკოკურაი (ჩინეთი) და კიოკუნანკაი.

რანგით მეორე, ძურიოს დივიზიონი საკმაოდ სახელიანი სუმოისტებისგან შედგება, სკანდალის გამო დაქვეითებული გოეიდო, ტოიონოშიმა, მიაბიამა და სხვები სექტემბერში უმაღლესში დაბრუნებას შეეცდებიან.

აკი ბანძუკე (სექტემბრის რეიტინგ-ლისტი)

აღმოსავლეთი ტიტული დასავლეთი

ჰაკუჰო იოკოძუნა -

ჰარუმაფუჯი ოძეკი კოტოოშუ

ბარუტო ოძეკი კაიო

არანი სეკივაკე ტოჩიოძანი

კისენოსატო კომუსუბი კაკურიუ

ტოკიტენკუ მაეგაშირა 1 ვაკანოსატო

ჰომაშო მ 2 ტოჩინოშინი

კოტოშოგიკუ მ 3 კიოკუტენჰო

ტოკუსეგავა მ 4 ამინიშიკი

ტაკამისაკარი მ 5 ჰაკუბა

მოკონამი მ 6 ასასეკირიუ

კიტატაიკი მ 7 ტოკუსეგავა

კოკაი მ 8 მასაცუკასა

კიმურაიამა მ 9 ბუშუიამა

ჰოკუტორიკი მ 10 შიმოტორი

კოტოკასუგა მ 11 იოშიკაძე

კორიუ მ 12 ტაკეკაძე

კასუგაო მ 13 სოკოკურაი

ტოჩინონადა მ 14 ტამავაში

გაგამარუ მ 15 კაკიძოე

კიოკუნანკაი მ 16 ტოსანოუმი

ტოიოძაკურა მ 17 -

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის