ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მცირე ხნით - 9 წუთით ითამაშა, თუმცა 6 ქულისა და 3 მოხსნის მოგროვება შეძლო
ზაზა ფაჩულიას გუნდმა საკუთარი სიძლიერე კიდევ ერთხელ დაამტკიცა. "ატლანტა ჰოუქსმა" სტუმრად "მაიამის" 100:92 მოუგო და მასპინძლებს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აწვნია.

ლებრონ ჯეიმსის, დუეინ ვეიდისა და კრის ბოშის მოწადინებამ ვერ უშველა "მაიამის" და საჩემპიონოდ შემართული გუნდი საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დამარცხდა.

გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა ჩამქრალმა ვარსკვლავმა ტრეისი მაკგრეიდიმ, რომელმაც შეხვედრაში მოგროვებული 16 ქულიდან 13 ბოლო მეოთხედში ჩააგდო. მაიამელები მესამე პერიოდში 10 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედში ატლანტელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.

სამწუხარო ისაა, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში ყველაზე მცირე ხნით - 9 წუთით ითამაშა. მიუხედავად ამისა, ფაჩულიამ 6 ქულისა და 3 მოხსნის მოგროვება შეძლო. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში "ატლანტან" 8 ქულით აჯობა "მაიამის".

ატლანტელებს 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში "მაიამის" შემდეგ მეორე ადგილზე არიან. თავის მხრივ, მაიამელებს 5 მოგება და 1 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას "ატლანტა" 4 იანვარს, გამთენიისას, ანალოგიური შედეგის მქონე "ჩიკაგოსთან" სტუმრად გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა