ფეხბურთელმა სხვა კლუბში გადასვლა უარყო, თუმცა არ დამალა, რომ ალეგრისთან არც თუ კარგი ურთიერთობა აქვს
ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ მასიმილიანო ალეგრისა და ალეშანდრე პატოს შორის შავმა კატამ გაირბინა, რამაც შესაძლოა ბრაზილიელი ფორვარდის სხვა გუნდში გადაბარგება გამოიწვიოს.

დასახელდა კონკრეტული ვარიანტებიც, რომელთა შორის ყველაზე აქტუალური მისი ფრანგულ პსჟ-ში გადასვლა გახლდათ. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო, თუმცა არ დამალა, რომ ალეგრისთან არც თუ კარგი ურთიერთობა აქვს და ამის ნიადაგზე, მასთან მცირე შელაპარაკებაც კი მოუვიდა. ამ საკითხზე კომენტარი "მილანის" თავკაცმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"პატო ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 22 წლის და მესმის, რომ ბევრ რამეს ემოციურად აღიქვამს. მას უნდა, რომ ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყოს და ეს ჩემთვის ნაცნობი სიტუაციაა. მცირე შელაპარაკებას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი რამეები გუნდის ყოველდღიურ ყოფაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ალეშანდრესთან არავითარი პრობლემა არ მექნება და ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ერთი საქმის კეთებას. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და სურს, უფრო და უფრო მეტი ისწავლოს. საქმისადმი ასეთი მიდგომით, ის მუდამ სასურველი ფეხბურთელი იქნება ჩემი "ფორმაციის "მილანისათვის". ასე რომ, სანერვიულო არაფერია და მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ ბუზისგან სპილოს ნუ აქცევენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა