ნახევარმცველმა გერმანულ კლუბს შეუთვალა, ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაფორმებ, თუ ზაფხულში 14 მილიონ ევროს მომცემთო
როგორც ჩანს, "შალკეს" პერუელი გარემარბი ჯეფერსონ ფარფანი ჭკუიდან შეიშალა. "ბილდის" ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველმა გელზენკირხენულ კლუბს შეუთვალა, ახალ კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაფორმებ, თუ ზაფხულში 14 მილიონ ევროს მომცემთო.

ეს არც ხელფასია და არც პრემია - ფარფანი ამ თანხას ჯიბის ფულად, საჩუქრად ითხოვს! "შალკეს" ხელმძღვანელებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე უარით უპასუხეს.

ფარფანს "შალკესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ახალი ხელშეკრულების გაფორმება შემოდგომაზე შესთავაზა.

ძველი კონტრაქტით პერუელი წელიწადში 2.8 მილიონ ევროს იღებს და ახლის გაფორმების შემთხვევაში, გელზენკირხენელები მას ხელფასის გაორმაგებას, 6 მილიონამდე გაზრდას დაპირდნენ.

ფარფანი ამაზეც არ დათანხმდა, თუმცა არც უარი უთქვამს და ამ ხნის მანძილზე ჰელდტსა და სხვა შეფებს სპეკულაციებით აწვალებდა - ვითომ მას არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟება. ახლა კი, აი, ასეთი კოლოსალური თანხა მოინდომა და თანაც, უბრალოდ საჩუქრად და ხელფასთან ერთად!

"შალკეს" ხელმძღვანელები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ფულის მონასთან აქვთ საქმე და უკვე გადაიბირეს ნიგერიელი ჩინედუ ობასი ოგბუკე (ჰოფენჰაიმიდან), რომელიც სწორედ ფარფანის პოზიციაზე თამაშობს.

თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჰელდტი პერუელს კარს საბოლოოდ მაინც არ უკეტავს და ამბობს, თუ ჯეფერსონი თავის აბსურდულ მოთხოვნას გააუქმებს და კონტრაქტზე დაგვთანხმდება, სიამოვნებით დავიტოვებთო. მაგრამ როგორც ჩანს, პერუელი ამას არ აპირებს - გუშინწინ მისმა აგენტმა რაულ იორდანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, ფარფანი იმ კლუბში გააგრძელებს კარიერას, სადაც საუკეთესო ფინანსურ პირობებს შესთავაზებენო. ზაფხულში მას "შალკედან" წასვლა უფასოდ შეეძლება და საინტერესოა, რომელი კლუბი აჩუქებს 14 მილიონ ევროს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა