გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 10 იანვრიდან შეიკრიბება, ესპანეთში გამგზავრებამდე კი შესაძლოა ანთალიაში მოემზადოს
"ზესტაფონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 10 იანვრიდან შეუდგება, 8-სა და 9-ში კი ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმება ჩატარდება.

გეგმის მიხედვით, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა შეკრების პირველი ეტაპი ზესტაფონში უნდა გაიარონ და აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთონ. თუმცა, უამინდობის შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქეთში გაემგზავრება.

იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ზესტაფონში ძლიერად თოვდა, არ არის გამორიცხული, ადგილზე სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის წარმართვა ვერ მოხერხდეს და ანთალიაში გამგზავრება გახდეს აუცილებელი.

მთავარი შეკრება კი ესპანეთშია დაგეგმილი, სადაც, შეგახსენებთ, ფეროელები პრესტიჟულ "მარბელას თასზე" იასპარეზებენ.

ტურნირის წილისყრა ჯერაც არ გამართულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გათამაშება პლეი ოფის სისტემით გაიმართება, მაგრამ ყველა გუნდი სამ მატჩს ჩაატარებს. სათამაშო დღეებია 3, 6 და 9 თებერვალი, "ზესტაფონის" გარდა კი ტურნირში მონაწილეობენ: "დინამო" (კიევი, უკრაინა), ცსკა (მოსკოვი, რუსეთი), "რუბინი" (ყაზანი, რუსეთი), "კრილია სოვეტოვი" (სამარა, რუსეთი), "რაპიდი" (ბუქარესტი, რუმინეთი), "ლეხი" (პოზნანი, პოლონეთი), "გუანჯოუ" (გუანჯოუ, ჩინეთი).

"ზესტაფონის" შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე უკვე არაერთხელ გაუწყეთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჯერაც უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას კლუბიდან წასულები - ნიკა გელაშვილი და ირაკლი ძარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა