ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ელგუჯა ქომეთიანი: "თანამდებობიდან პირნათელი მივდივარ"

ელგუჯა ქომეთიანი: "თანამდებობიდან პირნათელი მივდივარ"

მოსალოდნელი და გაუგებარი - "ბაიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქომეთიანს გოჩა ტყებუჩავა შეცვლის
ელგუჯა ქომეთიანის ხელმძღვანელობით "ბაია" ყოველთვის სანახაობრივ და, რაც მთავარია, შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა - ახალგაზრდული შემადგენლობითა და არცთუ იშვიათად წარმოქმნილი ფინანსური პრობლემებით ზუგდიდური კლუბი არასდროს დამდგარა უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე და საუკეთესო ქართული გუნდებისთვისაც ყოველთვის ძნელად დასაძლევი ბარიერი იყო.

ამაში კი უდიდესი წვლილი ელგუჯა ქომეთიანს მიუძღოდა. "ბაიაში" მისი არაერთი აღზრდილი თამაშობდა და ფეხბურთელთაგან უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ქომეთიანს ბიჭები "დელ ბოსკეს" ეძახდნენ - სახელოვანი ესპანელი მწვრთნელის მსგავსად, გუნდში დისციპლინის დასამყარებლად არასდროს დასჭირვებია ხმის აწევა და ვინმეს დასჯა, დისციპლინის გარანტია მისი პიროვნებისადმი უსაზღვრო პატივისცემა იყო. სწორედ ამ ფაქტორის გამო ყველაზე უხიაგი ხასიათის მქონე მოთამაშეც კი ვერ მისცემდა საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას.

სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ქომეთიანი ერთხელ უკვე თითქმის გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მის ადგილზე ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი უნდა დაენიშნათ, მაგრამ ფეხბურთელებმა საოცარი სოლიდარობა გამოავლინეს და გამზრდელი მწვრთნელი უსამართლოდ და ყოვლად უმოტივაციოდ დათხოვნისგან დაიცვეს - სათამაშოდ გასვლას აღარ აპირებდნენ.

თუმცა ეს მაინც მოხდა და "ბაიას" ხელმძღვანელობამ ქომეთიანს საკუთარი გადაწყვეტილება საახალწლო პერიოდში აცნობა. გუნდის მესაჭის ადგილს კი გოჩა ტყებუჩავა დაიკავებს, რომელიც ამჟამად საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებს წვრთნის.

"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, უფრო კი ადრე, "ბაიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვება მომიწევდა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ამბავი არ გამხარებია. თუმცა რას ვიზამ, ალბათ, ასე სჯობდა", - გვითხრა ქომეთიანმა.

არადა, იგი, როგორც ჩანს, მაინც ინარჩუნებდა იმის იმედს, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემოდა. რამდენიმე დღის წინ ხომ "ლელოსთან" ინტერვიუში ქომეთიანმა ზამთრის მოსამზადებელ გეგმებზე ილაპარაკა და იმის იმედიც გამოთქვა, რომ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისების მიუხედავად, "ბაია" არ დასუსტდებოდა.

მან ჯერ ისიც არ იცის, მიეცემა თუ არა "ბაიაში" რაიმე სტატუსით დარჩენის საშუალება:

"კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არაფერი შემოუთავაზებია და დაველოდები, უახლოესი დღეების განმავლობაში რას მეტყვიან. თუ "ბაიაში" დავრჩი, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას კლუბს ძველებურად მოვახმარ".

ქომეთიანმა შემცვლელი თბილად მოიხსენია: "გოჩა ტყებუჩავა ნიჭიერი სპეციალისტი და კარგი ადამიანია. მჯერა, მისი ხელმძღვანელობით "ბაია" წარმატებით იასპარეზებს".

"ბაიას" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გატარებულ პერიოდს კი მოკლედ ასე აფასებს: "ეს დრო უქმად ნამდვილად არ გამიტარებია. ბედნიერი ვარ, რომ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელის, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღის აღზრდაში მივიღე მონაწილეობა. თანამდებობიდან პირნათელი მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ "ბაია" მომავალშიც ღირსეული კლუბი იქნება".

ქომეთიანმა "ბაიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი წელიწადი გაატარა. მისი ხელმძღვანელობით ზუგდიდელებმა 2009-10 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულეს, წინა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეს და მე-6-ზე არიან უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშებაშიც.

გოჩა ტყებუჩავა კი კომენტარისგან ჯერ თავს იკავებს. "ბაია" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ხვალიდან შეუდგება და უახლოეს დღეებში ზუგდიდელთა ახალ თავკაცს, წესით, საკუთარ ხედვასა და გეგმებზე საუბრის სურვილიც უნდა გაუჩნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gia

ელგუჯა ქომეთიანის ,, ბაიას " მთავარი მწვრთნელის პოსტიდან განთავისუფლება ამ პერიოდისათვის გაუმართებლად მიმაჩნია.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა