ბოლნისის მუნიციპალიტეტს დიდი გეგმები აქვს - "სიონი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლიდან ამბიციურ გუნდად უნდა გადაიქცეს
დღეს "სიონი" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას დაიწყებს, თუმცა საქმეში ჯერ ადგილობრივი კადრები ჩაერთვებიან. საქმე ის არის, რომ ბოლნისური კლუბის ახალი შემადგენლობა ჯერ არ გარკვეულა, ცვლილებები კი აუცილებლად იქნება, თანაც მრავლად.

რამდენიმე დღის წინ "სიონი" სამართავად ბოლნისის მუნიციპალიტეტს გადაეცა, რომელსაც დიდი გეგმები აქვს - "სიონი" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლიდან ამბიციურ გუნდად უნდა გადაიქცეს და საამისო ნაბიჯების გადადგმას ახლავე აპირებს.

თუ ვინ დატოვებს "სიონს" და ვისით გაძლიერდება ლევან ბაჯელიძის გუნდი, ამას რამდენიმე დღეში შევიტყობთ. ასევე მალე გახდება ცნობილი ბოლნისელთა მზადების გეგმები და სპარინგ-პარტნიორთა ვინაობაც.

შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტმა სეზონის დარჩენილი ნახევრისთვის "სიონის" ბიუჯეტად ნახევარი მილიონი ლარი განსაზღვრა, რაც სრულყოფილ მოსამზადებელ პროცესსაც უნდა ეყოს, ძლიერი ფეხბურთელების დამატებასაც და მათ ფინანსურ უზრუნველყოფასაც.

ვნახოთ, როგორ წარიმართება "სიონის" გაძლიერების პროცესი, დღეისთვის კი ბოლნისელები უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. თუმცა მეორე ეტაპს "სიონიცა" და მისი კონკურენტებიც ნული ქულით შეხვდებიან და უძლიერესთა შორის დასარჩენად მთავარი ბრძოლებიც მერე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა