ყაზანელთა კლუბის თავკაცმა 19 წლის ქართველი მცველის სხვა გუნდში იჯარით გაშვება არ გამორიცხა
ყაზანის "რუბინის" 19 წლის ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია შესაძლოა იჯარის წესით უკვე ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გაუშვან.

ამის შესახებ ყაზანელთა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიჩევმა "ტატარ-ინფორმთან" ინტერვიუში განაცხადა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- სოლომონ კვერკველიამ მიმდინარე სეზონის მატჩებში რამდენჯერმე გამოიჩინა თავი.

- მაშინ სოლომონის თამაში გუნდისთვის აუცილებელი იყო, რადგან ბევრი ტრავმირებული გვყავდა. კვერკველიასთან ერთად 4 მცველით თამაში საშიში იყო და ამიტომ 5 მცველით ვთამაშობდით. მას ყველა მხრიდან ვაზღვევდით. ის შეცდომები რომ გაემეორებინა, რასაც ვარჯიშებსა და დუბლშემადგნელობაში უშვებდა, 4 მცველით თამაშის შემთხვევაში, მკაცრად დავისჯებოდით.

რა თქმა უნდა, ის ნიჭიერი ფეხბურთელია და გვიხარია, რომ ჩვენს რიგებშია. მომავალშიც ვაპირებთ, ეს ახალგაზრდა მცველი მოედანზე გამოვიყვანოთ.

ვითვალისწინებთ იმასაც, რომ კვერკველიამ დუბლების ასაკს უკვე გადააბიჯა და თუ შესაძლებლობა იქნება, მას იჯარის წესით გავანათხოვრებთ, რომ უთამაშებელი არ იყოს.

სოლომონ კვერკველია "რუბინის" ხვალინდელი დღეა. ახალგაზრდა ქართველი თავისი სიმაღლის მიუხედავად, ძალიან სწრაფია, ბურთთან არ "წვალობს" და პირველ პასზე თამაშს ცდილობს. თავის შეცდომებს ხვდება, რომლის გარეშეც არ შეიძლება.

მას კარგად ესმის, რა სჭირდება "რუბინის" მომავალ ცენტრალურ მცველს და ამაზე ბევრს მუშაობს. საერთო ჯამში, კვირკველია შემდგარი ცენტრალური მცველია.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა