"ბორჯღალოსნების" ახალმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიოს თასზე ჩვენი გუნდის თამაში შეაფასა
ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ასპარეზობისას, ჩვენი გუნდის თამაშსა და მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა ამ ქვეყნის სამხრეთის რეგიონის გაზეთი "საუთლენდ თაიმსი".

ამ გაზეთის ინტერესი ჩვენი ნაკრების მიმართ მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელებად ახალზელანდიელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი დაინიშნენ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი სულაც ამ რეგიონის მკვიდრია. ის ქალაქ ინვერქარგილში დაიბადა და გაიზარდა.

ჰეიგს რეგიონის გუნდის შემადგენლობაშიც უთამაშია ახალ ზელანდიის ჩემპიონატში. "საუთლენდ თაიმსმა" ახლახან ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ახალზელანდიური მწვრთნელებისა და საქართველოს ნაკრების მომავლის გეგემებზეა მოთხრობილი.

გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

"საუთლენდის" ყოფილი ცხრა ნომერ მილტონ ჰეიგს, რომელიც ახლახან სქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, იმედი აქვს, რომ ერთი წლის თავზე ეს გუნდი შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების დამარცხებას შეძლებს.

ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ორი წლითაა შესაძლებელი. მან თავისი კარიერა იმ გუნდს დაუკავშირა, რომელმაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

- მიმაჩნია, რომ სწორი და მუხლჩაუხრელი შრომით, ამ ბიჭებს საკმაოდ მაღალი დონის რაგბის თამაში შეეძლებათ. ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა. იმედი გვაქვს, რომ დაახლეობით ერთი წლის თავზე რეალურად გავუწევთ კონკურენციას ისეთ გუნდებს, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებები რომ არიან.

მსოფლიოს თასის მსვლელობისას საქართველოს ნაკრებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია შოტლანდიის, არგენტინისა და ინგლისის ნაკრებსაც. "პომებმა" გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთში შეძლეს. - თქვა მილტონ ჰეიგმა.

აღსანიშნავია, რომ ჰეიგი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქართველების თამაშს მსოფლიოს თასზე და საკმაოდ კარგი დახასიათება მიიღო ამ გუნდზე, თავისი ყოფილი თანაგუნდელის და კარგი მეგობრის, "საუთლენდის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დევიდ ჰენდერსონისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრების მზადების პროცესს ინვერქარგილში ყურადღებით აკვირდებოდა.

- სინამდვილეში ქართველი მორაგბეები თამაშის გარკვეულ კომპონენტებში საკმაოდ კომპეტენტურები არიან - განაგრძობს მილტონ ჰეიგი- ამ გუნდის დაცვა შესანიშნავად ირჯება და შეუძლია ძალზედ სწრაფად კიდევ უკეთ ათამაშდეს. ვფიქრობ, ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება თავდასხმის სისტემის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. მათ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მხოლოდ სამი ლელო გაიტანეს. კიდევ რამდენიმეს გატანა შოტლანდიასა და არგენტინასთან თამაშშიც შეეძლოთ, საკამრისი იყო თავი აეწიათ და ცარიელი, დაუცველი სივრცე შეენიშნათ.

მილტონ ჰეიგს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში ჰკითხეს, აინტერესებდა თუ არა მას საქართველოს ნაკრებში მუშაობა. ქართველებს სურდათ შოტლანდიელი მწვრთნელის რიჩი დიქსონის შემდეგ ნაკრებში ახალზელანდიელი სპეციალისტები მიეწვიათ. მან თავისი მონაცემები საქართველოს რაგბის კავშირში გააგზავნა. ქართველებმა კონსულტაცია საფრანგეთში მომუშავე ახალზელანდიელ ვერნ კოტერთან გაიარეს და მასთან საუბრის მეორე დღესვე ჰეიგს სამსახური შესთავაზეს.

მილტონს საქართველოს ნაკრებში დახმარებას გაუწევს კრის გიბსი, რომელიც წლეულს საქართველოში მხოლოდ ექვსი თვე იმუშავებს. მერე კი, როცა წლის ბოლოს "ვაიკატოსთან" კოტრაქტი დაუმთავრდება, ჰეიგთან ერთად ამ ქვეყანაში დაიდებს ბინას.

ჰეიგმა, რომელმაც ბეი ოფ პლენტიში გადასვლამდე, 1988 წელს ხუთჯერ ითამაშა "საუთლენდის" შემადგენლობაში, თქვა, რომ საერთაშორისო არენაზე ძალის მოსინჯვის შესაძლებლობამ ძალიან გაახარა.

- მსოფლიოს თასზე მწვრთნელის რანგში მონაწილეობა ეს კარიერის პიკია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდის სამწვრთნელო შტაბში, რა პოზიციაზე იმყოფები. ცხადია, ჩემთვის ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე ასპარეზობა ძალიან საინტერესოა. მართალია, მომავალი მსოფლიოს თასის საგზური ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამას შევძლებთ.

ჩემი მეუღლე დიდი ხანია ოცნებობს ევროპაში ცხოვრებაზე, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდით. ჩვენი გოგონები, რომელთაგან უფროსი ცხრა წლისაა, უმცროსი კი ექვსის, მოუთმენლად ელიან საქართველოში გამგზავრების დღეს. მართალი გითხრათ, მეც და ჩემი მეუღლეც იგივე განცდამ შეგვიპყრო, - აღიარა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრებმა შარშან ევროპის ერთა თასი მოიგო და წლეულს იგივეს გამეორებას შეეცდება. პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებს" 4 თებერვალს სტუმრად უკრაინის ნაკრებთან აქვს. ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთში პროფესიულ დონეზე ასპარეზობს, თუმცა ჰეიგს ქართული რაგბის მომავალი თაობის იმედი აქვს.

- ჩვენი წარმატების საწინდარი ის იქნება, რამდენად შევძლებთ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების წამოწევას და ეროვნულ ნაკრებში მათ ინტეგრირებას. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ოთხი თვის წინათ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ვერნ კოტერი იმ ტურნირს ესწრებოდა და მითხრა, რომ ქართველებს მართლაც ჰყავთ რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბე. ეს ჩემთვის დამაიდებელად ჟღერს და კიდევ უფრო მეტად განმაწყობს ნაყოფიერი საქმიანობისთვის, - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრებში ჰეიგს და გიბსს ასისტენტობას ორი ქართველი მწვრთნელი გაუწევს, რომლებიც, სავარაუდოდ, ნაკრებს სათავეში 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ჩაუდგებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Aleqsa
არ შეიძლება ბიჭებს მონდომება და შედეგები დავუკარგოთ. ვინც არ უნდა დაენიშნათ ეგრე იყო საჭირო და მორჩა. ეს არ არის ფეხბურთის აშმორებული ფედერაცია. აქ კაცები მუშაობენ, და გული შეტკივათ ნაკრებზე, ბიჭები თავს არ ზოგავენ, დასისხლიანებული თამაშობენ რომ რაღაცას მიაღწიონ, ნურავინ დაიწყებს იმის მტკიცებას რომ ბატონმა გიამ და სხვა დანარჩენებმა ყველაზე ცუდი არჩევანი გააკეთეს და უნდათ რომ ჩაკლან ეს სპორტი საქართველოში სასაცილოა უბრალოდ. დააფასეთ ხალხო, ამ ხალხს წლებია თვალი არ მოუხუჭავთ რომ რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინათ. kolia და vova დააკვირდით, შეისწავლეთ და მერე ილაპარაკეთ.
kolia
კარგი დავუშვათ დაგიჯერეთ, მერე რა? ტაში და ვაშა? ქვემოთ ფეხურთში ხომ არ გეშლებაო. ზუსტად ფეხბურთში იციან წინასწარ ზეიმი და ტაშფანდური, ხოლო მერე ლატვიასთან აგებენ. ეგ რომ არ მინდა მიტომ ვახსენებ რუსებს. ჯერ არც ერთ დებიუტანტს არ დაუდია იმდენი ლელო მსოფლიოზე როგორც ეს რუსებმა შეძლეს. ჯობია მტერი ბუზად კი არა სპილოდ შეაფასო. მაგრამ შედეგით უნდა წაკუზო. ჩვენთან (ფეხბურთში) პირიქით არის, ჰოდა შედეგიც ნოლია. თქვენ რა რეგბშიც იგივე გინდათ?
Guro
30 ს კიარა უფრო მეტ კანდიდატს შორის შეარჩიეს, საუბარია საწყის პროცესზე, თანდათანობით სხვადასხვა მიზეზების გამო გამოირიცხა კანდიდატების დიდი ნაწილი და დარჩა 3, ერთი ინგლისის ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ძალზედ ძვირი აღმოჩნდა, მეორე თუ არ ვცდები გალტიე იყო, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს მონპელიესთან და ბოლოს ჰეიგი. რაც შეეხება რუსების დებიუტს, ეტყობა აღარ გახსოვთ ამერიკელების გარდა ყველა გუნდმა რო მეორე შემადგენლობით გაასაცოდავა მოედანზე და ლელოს ლელოზე უდებდა, ჩვენთან კი ინგლისის ჩათვლით ყველამ საბრძოლო შემადგენლობა შემოიყვანა და მაინც უფრო მცირე სხვაობა იყო ანგარიშებს შორის და კიდევ შოტლანდიამ ლელო ვერც დაგვიდო მხოლოდ ჯარიმებით მოახერხეს ფონს გასვლა.... გაითვალისწინეთ ყველა ეს დეტალი და ნამდვილად არ გექნებათ ცუდი შტაბეჭდილება ნაკრებზე
Jigaro
წინასწარ ყოველივეს განჭვრეტა ძნელია, მაგრამ რაც კი ინფორმაციის პოვნა იყო შესაძლებელი ნაკრების მწვრთნელებად დანიშნული დუეტის შესახებ მგონი ყველაფერი ამოვიკითხე და საკმაოდ დადებითი ინფრმაციაა მათ შესახებ. მილტონ ჰეიგი უაღრესად მცოდნე და ამბიციური სპეციალისტია. საქართველოს ნაკრების წარმატება მისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების ერთერთი საშუალება იქნება და ისიც სწორედ ამიტომაა დაინტერესებული ჩვენთან იმუშაოს. ჩვენი მორაგბეების ნიჭიერება თუ მართლაც დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, რისი დიდი იმედიც გვაქვს ყველას, ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ ეს ხალხი არაფერს დაიშურებს შედეგის მისაღწევად. დაველოდოთ და იმედით უყუროთ რა გამოვა ამ ურთიერთობიდან, არადა ეს დანიშვნაც რომ წინგადადგმული ნაბიჯია ეს ცხადია.
nikkk85
არ გამაცინოთ რუსებს ჰქონდათ საუკეთესო დებიუტი? საიდანაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ ისე უდებდნენ ლელოებს და ჰო ვისაც არ ეზარებოდა კიდე ის :D :D თქვენ რა მსოფლიო თასს არ უყურებდით? ისიც არა რაღაცას ისწავლიდნენ ამდენი ხანია გაკვეთილებს ვუტარებთ ჩვენ და რუმინეთი :D რაც შეეხება კრიტიკას შეგახსენენბთ სად ვიყავით წინა ჩემპიონატებზე და რა დონეზე ვითამაშეთ ახლა 2003 ში ერთი თამაშიც კი არ მოგივიგია ურუგვაისთანაც დავმარცხდით, 2007 ერთი თამაში მოვიგეთ საკმაოდ სუსტ ნამიბიასთან (ვიდრე რუმინეთია), ვიბრძოლეთ ირლანდიასთან ჰოლო არგენტინასთან მხოლოდ ჯარიმით მოვახერხეთ ქულის აღება და ის გვიხაროდა რომ იმათ ნახევარზე ვახერხებდიით გადასვლას საფრანგეთთან საერთოდ გავნადგურდით! კოლიას! ვეკითხები, რაიმე მსგავსი თუ ნახა ამ მსოფლიო თასზე რომელმა ნაკრებმა გადავგვირბინა და რომელთან გამოვიყურებოდით იმდენად უსუსურად რომ სადღაც ჭე კლასის გუნდი სავარჯიშო პარტნიორი იყო გრანდთან? და ტქვენ ამას წარუმატებლობას ეძახით? თუ იცით რამდენი პროფესიონალი მორაგბე ყავს საქართველოს და როდის დაიწყო საქართველოში რაგბის როგორც ერთ ერთი მოწინავე სპორტის სახეობის ჟანრში აყვანა? ჰოდა მოდი ნუ მოითხოვთ სასწაულებს იმათთან სადაც რაგბი საუკუნეზე მეტია კულტადაა ქცეული:) ცოტა მეტი გაიგეთ რაგბზე რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრება რომ რაგბი ფეხბურთი გგონიათ :)
nikkk85
არ გამაცინოთ რუსებს ჰქონდათ საუკეთესო დებიუტი? საიდანაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ ისე უდებდნენ ლელოებს და ჰო ვისაც არ ეზარებოდა კიდე ის :D :D თქვენ რა მსოფლიო თასს არ უყურებდით? ისიც არა რაღაცას ისწავლიდნენ ამდენი ხანია გაკვეთილებს ვუტარებთ ჩვენ და რუმინეთი :D რაც შეეხება კრიტიკას შეგახსენენბთ სად ვიყავით წინა ჩემპიონატებზე და რა დონეზე ვითამაშეთ ახლა 2003 ში ერთი თამაშიც კი არ მოგივიგია ურუგვაისთანაც დავმარცხდით, 2007 ერთი თამაში მოვიგეთ საკმაოდ სუსტ ნამიბიასთან (ვიდრე რუმინეთია), ვიბრძოლეთ ირლანდიასთან ჰოლო არგენტინასთან მხოლოდ ჯარიმით მოვახერხეთ ქულის აღება და ის გვიხაროდა რომ იმათ ნახევარზე ვახერხებდიით გადასვლას საფრანგეთთან საერთოდ გავნადგურდით! კოლიას! ვეკითხები, რაიმე მსგავსი თუ ნახა ამ მსოფლიო თასზე რომელმა ნაკრებმა გადავგვირბინა და რომელთან გამოვიყურებოდით იმდენად უსუსურად რომ სადღაც ჭე კლასის გუნდი სავარჯიშო პარტნიორი იყო გრანდთან? და ტქვენ ამას წარუმატებლობას ეძახით? თუ იცით რამდენი პროფესიონალი მორაგბე ყავს საქართველოს და როდის დაიწყო საქართველოში რაგბის როგორც ერთ ერთი მოწინავე სპორტის სახეობის ჟანრში აყვანა? ჰოდა მოდი ნუ მოითხოვთ სასწაულებს იმათთან სადაც რაგბი საუკუნეზე მეტია კულტადაა ქცეული:) ცოტა მეტი გაიგეთ რაგბზე რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრება რომ რაგბი ფეხბურთი გგონიათ :)
kapo
რატომ ხართ ასე პესიმისტები? რას ელოდით ზელანდიაში, ჯგუფიდან გასვლას? რუსებზე უკეთ როგორ არ გამოვედით, რეებს წერთ. თეთრი და შავი ამდენხანს თუ ვერ გაარჩიეთ, აწიც გაგიჭირდებათ ზოგიერთებს
kolia
30 კანდიდატს შორის არ შეურჩევიათ. ეგრე ამირან გულში ფიქრობდა - გამოდის. არც ნაკრებს არ უთამაშია წარმატებულად, მხოლოდ რუმინეთს მოუგეს. აი რუსებს კი საუკეთესო დებიუტი ქონდათ. ამ გაზაფხულზე გვაქვს მათთან თამაში, ჰოდა თეთრი და შავი იქ გამოჩნდება.
Guro
ჯერ ერთი სადრაც ჭ ლიგაში "ნათამაშარი" არ არის, მერე მეორეც ფეხბურთის ფედერაციისგან განსხვავებით კავშირს თანხები არ აქვს კოლოსალური რო მაინც და მაინც კოტერი ან ვინმე მსგავსი აეყვანათ მწვრთნელად, მერე მესამე რომ სანამ მწვრთნელს აიყვანდნენ 30 მდე კანდიდატს არჩევდნენ პლიუს ამას კონსულტაციები, სხვათაშორის თავად ზელანდიის კავშირმა მისცა მას რეკომენდაცია... და ბოლოს მართლაც რომ რადგან ზელანდიელია ეგეც საყურადღებოა და თუნდაც იქაური ჭ ლიგა იყოს აქაურ უმაღლესებზე მაღალი დონეა.
vova
სად პოულობენ ამ "ლუბიტელებს".... კარგია თუ ლოთი და პენსიონერი არ არის წინამორბედისავით! როგორც ყველა ჩინელი ბრიუს ლი ვერ იქნება ისე ყველა ზელანდიელი მორაგბე არ არის და რაღაც "ჭ" დივიზიონში ნათამაშარი რაგბს ვერ გვასწავლის მსოფლიოს 10 ეულის დონეზე.დაივიწყეთ!
ramo
ესე უცებ არა მგონია წარმატებას მიაღწიოს. კარგია რომ უკრაინით ვიწყებთ. როგორც ვიცი შემადგენლობის გადახალისებას ვაპირებთ, რაც მტკივნეული პროცესია. ჩემი პროგნოზით, მაგრა გაუჭირდება.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე