ბადრი კვარაცხელიამ "ლელოს" ერთერთ სტატიაში მოყვანილი ფრაზა საკუთარ თავზე მიიღო და ავტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
"სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე სეზონში ქომეთიანი ერთხელ უკვე თითქმის გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან და მის ადგილზე ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი უნდა დაენიშნათ", - ეს არის ამონარიდი გუშინდელი "ლელოს" წერილიდან, რომელიც ზუგდიდის "ბაიაში" მომხდარ საკადრო ცვლილებას ეხებოდა.

ელგუჯა ქომეთიანის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად გოჩა ტყებუჩავა დანიშნეს, ამონარიდში ნახსენები "ნაკლებად წარმატებული სპეციალისტი" კი ძალიან ცუდი ინციდენტის საბაბი გახდა - ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმაინტერნეტკაზინო ლარივინი, ბადრი კვარაცხელიამ "ნაკლებად წარმატებულ სპეციალისტში" ალბათ საკუთარი თავი იგულისხმა, დაურეკა სტატიის ავტორს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რჩევების მიცემა ჟურნალისტის საქმე არ არის, მაგრამ ასეთი საქციელი რომ არავის წაადგება, ვფიქრობთ, საკამათო არ უნდა იყოს. მწვრთნელი ასეთ რამეს რომ იკადრებს, უხერხულია, მას მწვრთნელობა დავაბრალოთ.

ჟურნალისტობა არ არის ადვილი, მით უმეტეს, საქართველოში, ოღონდაც, ჩვენი საფეხბურთო სამყარო ისეთია, ჟურნალისტებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ჩინოვნიკებს ერთმანეთის პატივისცემა ასე თუ ისე წესად აქვთ დადგენილი. ამ ეტიკეტის დაცვა დიდ ნიჭსა და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს არ მოითხოვს, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშეო.

ვინც ასეთ გამონაკლისში მოაქცევს საკუთარ თავს, ყველაფერზე პასუხისმგებელი თვითონ იქნება. ვფიქრობთ, არც ერთ მწვრთნელს არ შეშურდება ასეთი ადამიანის.

ქართულ ფეხბურთში რეპუტაციის საკითხი საკმაო ხანს არ იყო აქტუალური, მაგრამ ბოლო დროს ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. იმ კლუბებში, რომლებსაც კერძო სექტორმა მოჰკიდა ხელი, უკვე მნიშვნელობას ანიჭებენ მწვრთნელთა რეპუტაციას, ძველი მენტალიტეტის მქონე ხალხი "ახალ ქართველებს" ვერ მოატყუებს, "ძველებს" უკვე ყველა კარგად იცნობს, თუმცა ზოგ უწყებრივ კლუბში "ძველთა" პოზიციები ჯერაც მყარია.

რა არის ასეთი აგრესიის და, მეტი რომ არ ვთქვათ, ცუდი საქციელის მიზეზი?

კაცს ყველა საქმე წინ დაუხვდება - კარგიც და ცუდიც. ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტი - ეს ისეთი ხელობაა, თუ საქმე ძალიან არ გიყვარს, მხოლოდ ჯამაგირის გამო ვერ იმუშავებ. ამის მიხვედრა მწვრთნელისთვის ძნელი არ უნდა იყოს, ჟურნალისტი მწვრთნელის, ფეხბურთელის და ფეხბურთში მოსაქმე ნებისმიერი ადამიანის პარტნიორი და თანამშრომელია იმ გაგებით, რომ საერთო საქმეს ემსახურებიან. ნუთუ ამის ახსნა საჭირო უნდა იყოს?!

საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც აძლევს მწვრთნელს ლიცენზიას? არის კი ყველა ღირსი სამწვრთნელო ლიცენზიის?

დალაგებულ ქვეყნებში ასეთი რამ ვერ მოხდება და, თუ მაინც მოხდა გამონაკლისი, იქაური "მწვრთნელის" ხვედრს არავის ვუსურვებთ.

უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი შეცდომა, რომელიც მუშაობის, რაღაცის შექმნის დროს მოსდით. ეს ძალიან ცუდი შეცდომაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
არ მესმის ხალხო, რას წერთ? "სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით"-ო ნათქვამია სტატიაში, ე.ი ბატონ ლევანს არაფერი მოუგონია და არც დაუმატებია, ანუ დაწერა ინფორმაცია, რომელსაც ფლობდა, არც დააკონკრეტა, აქედან გამომდინარე შეურაცხყოფა ჟურნალისტის მხრიდან გამოირიცხა! უბრალოდ ყურადღებით არის საჭირო სტატიის წაკითხვა (იგულისხმება დამრეკავი მწვრთნელი) სანამ შეურაცხყოფაზე გადახვიდოდეთ, თან ასეთი მეთოდი "წარმატებული მწვრთნელის" არაა!
დევიდ აირონს
ხალხო, სანამ ვინმეს "ვუკბენდეთ", ეგებ მიზეზი გავიგოთ? რა თქმა უნდა, მედია უნდა იყოს თავისუფალი და საერთოდ უნდა იყოს სიტყვის (თუ ხმის) თავისუფლება! მაგრამ სანამ, მართალი სიტყვის გამო, ან ერთი ფოტოს გამო არსებობს იმის საფრთხე, რომ სამსახურს დაკარგავ, (ან უარესი, ქვეყნის მოღალატედ მოგნათლავენ) რა გიკვირთ, რომ ჟურნალისტები თუ ფოტოგრაფები "მოკლე საბელზე" არიან? ამიტომ სარეველა ფესვებიდან უნდა მოიგლიჯოს....
negredo
იცი შედეგებით თუ ვილაპარაკებთ ბადრი კვარაცხელიას ფეხბურთში ჯერ არაფრისთვის მიუხწევია წარმატებული მწვრთნელი რომ ვუწოდოთ.
qomagi
კომპეტენტური ადამიანიდან ჯანსახი კრიტიკა სხვაა და როცა ცარუმატებელ მცვრტნელს ვიგაცა დაგიდზახებს არაა მისახები...
negredo
qomagi,ნაღდად ვერ დაგეთანხმები ბადრი კვარაცხელიას კიარა ალექს ფერგიუსონს აკრიტიკებენ როცა საჯიროა კაცს რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ფეხბურთს შეალია,მე საერთოდ მიმაჩნია რომ მწვრთნელს რომელიც კრიტიკას ვერ უდძლებს საერთოდ არ უნდა იმუშაოს
lashaaaa
daviti საგოლ ზმაოო მაგრად იბაზრე ყველაფერი 1000 % იანი ხარ
qomagi
არაა საქარტველოსჰი სპორტული ნორმალური ჯურნალისტი....
qomagi
კველამ თავისი საქმე აკეთოს და რაგაცას მივახცევტ....., იმ ჯურნალისტს არამგონია მეტი გაეკეტებიოს ქარტული ფეხბურტისტყვის ვიდრე ბადრი კვარაცხელიას და არც უნდა ადზლევდეს თავს იმის უფლებას სჰეეხოს იმას ვისაც მეტი გაუკეტებია.....
daviti
ბატონო ჟურნალისტებო,როდესაც ქეცბაიას აძლევთ უფლებას,გელაპარაკოთ ისე როგორც გელაპარაკებათ,როდესაც კალაძის განცხადების შემდეგ,სპორტის მინისტრის და ფეხბურთის ფედერაციის სამარცხვინო პასუხზე არ გაქვთ ადეკვატური რიაქცია,როდესაც რამოდენიმე კვირა გჭირდებათ იმისთვის,რომ,გაბედოთ და დაწეროთ კალაძეს მადლობა ეკუთვნისო,როცა ბევრ პრინციპულ საკითხზე,თქვენი რეაგირება,ან ძალიან დაგვიანებულია,ან ან ძალიან ზოგადი,ან კი საერთოდ არ ჩანს,თქვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება არაა მოულოდნელი.როდესაც ჟურნალისტებს გამბედაობის დეფიციტი აშკარად გეტყობათ,როდესაც ფეხბურთელები კაპიტნის ჩათვლით თამაშებს ყიდიან სისტემატიურად,თან არა მარტო შედეგზე მაიმუნობენ,არამედ აუტებზე,შეცვლებზე და ათას ოხრობაზე კიდე,ქომეთიანი კი ამას ვერ ან არ ხვდბოდა და თქვენ ასეთ მწვრთნელს წარმატებულს უწოდებთ,ხოლო მის სავარაუდო შემცვლელს ნაკლებად წარმატებულს,გიკვირთ რომ არ დაგეთანხმოთ და გაბრაზდეს ეს ნაკლებად წარმატებული?ოღონდ ამას ტელეფონზე დარეკვით და შეურაწყობით კი არ უნდა გამოხატავდეს,უნდა გამოვიდეს საჯაროდ და თქვას პირდაპირ,ამის და ამის გამო,ასეთ უპრინციპო და არაპროფესიონალებს არ გაქვთ უფლება ვინმეს კომპეტენტურობა,წარმატება-წარუმატებლობა შეაფასოდ. პ.ს. დალიან დიდი ინტერესით ველოდები როდის და როგორი იქნება,სპორტული ჟურნალისტების შეფასება,სიჭინავას "ერთპიროვნულ"ამინისტიაზე.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!