ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამნისტირებული გიგა ბეჭვაია: იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ

ამნისტირებული გიგა ბეჭვაია: იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ

საფეხბურთო მაქინეციების სკანდალის მონაწილე 25 წლის ფეხბურთელი ტოტალიზატორის თამაშს არავის ურჩევს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუშინ ერთობ ტოლერანტული, მნიშვნელოვანი და მართლაც მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღო - შარშან ტოტალიზატორთან დაკავშირებულ ფინანსურ მაქინაციებში ბრალდებულ ხუთივე ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია მოუხსნა.

გიგა ბეჭვაია, სპარტაკ გოგია, როინ ონიანი, ლევან ვართაგავა და კახა კირთაძე - ისინი უკვე ამნისტირებულები არიან და ფეხბურთში დაბრუნება შეუძლიათ.

მათგან ზოგიერთმა მთელი ცხოვრება ფეხბურთს შესწირა, ნაწილი კი ახლა იწყებდა საფეხბურთო კარიერას, რაც განსაკუთრებით ამძიმებდა საფეხბურთო ოჯახიდან მათი მოკვეთის ფაქტს. სწორედ ამიტომ, სფფ-ს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა უპრეცედენტო ამნისტია - იუწყება ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

ამ ხუთი ამნისტირებულიდან ყველაზე მზარდი ფეხბურთელი 25 წლის ბეჭვაიაა. როცა ის ამ ცუდ ამბავში გაეხვია, "ვიტ ჯორჯიას" ლიდერი და კაპიტანი იყო, ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრებოდა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ბეჭვაიას გუშინვე დავუკავშირდით. მაშ ასე, ჩვენს კითხვებს ამნისტირებული ფეხბურთელი პასუხობს.

- ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი, ძალიან გახარებული ვარ, უძვირფასესი საახალწლო საჩუქარია. დიდი მადლობა ბატონ სიჭინავას, მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ფეხბურთში ჩემს დაბრუნებაში.

- ძნელია, იყო ფეხბურთელი საქართველოში?

- ძალიან ძნელი არ არის, თუმცა ადვილიც ვერ იქნება იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს.

- საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეთა ანაზღაურებას გულისხმობ?

- მხოლოდ ხელფასს ან ადამიანურ მხარეს არ ვგულისხმობ. სავარჯიშო პირობები, ცუდი მოედნები, საქმისადმი მიდგომა და ის, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი არ დადის, თორემ იმ აზრისგან შორს ვარ, რომ საქართველოში ფეხბურთი არ უყვართ.

- ცუდ ამბავში რომ გაეხვიე, ამ პრობლემებს აბრალებ?

- ყველაფერი ჩემი ბრალია და მიზეზებს სხვაგან არ ვეძებს.

- მაშ, რა მოხდა, რამ გიბიძგა ამისკენ?

- დაუფიქრებელი, უაზრო ნაბიჯი გადავდგი.

- კლუბში ანაზღაურებით ძალიან უკმაყოფილო იყავი?

- არა, "ვიტ ჯორჯიაში" ურიგო ხელფასს ნამდვილად არ მიხდიდნენ, ჩემნაირი ანაზღაურება საქართველოში მოთამაშეთაგან ბევრს არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ისეთებიც იყვნენ, ჩემზე მეტს რომ აძლევდნენ.

- როცა ეს ამბავი გახმაურდა და სამუდამო დისკვალიფიკაცია მოგისაჯეს, ფსიქოლოგიურად როგორ დააღწიე თავი ამ ყველაფერს?

- მართლაც რთული პერიოდი მქონდა, ბევრი ადამიანი ჩამომშორდა. სამაგიეროდ, ოჯახი და ახლობლები დამიდგნენ გვერდში.

- დეპრესიაში არ ჩავარდნილხარ?

- არა, დისკვალიფიკაციიდან ერთ კვირაში ინდივიდუალურად დავიწყე ვარჯიში. ერთი წამითაც არ მქონდა იმედი დაკარგული, რომ ფეხბურთში აუცილებლად დავბრუნდებოდი. უბრალოდ, მოხდა ის, რომ ჩემს გარშემო სიტუაცია შეიცვალა.

- ტოტალიზატორში მანამდე თამაშობდი?

- არა, ტოტალიზატორის ბილეთი არასდროს შემივსია. ტოტალიზატორის თამაშს არავის ვურჩევ.

- ის ადამიანი თუ ნახე, ვინც წამოგიკიდა ამ საქმეში?

- არა და არც მქონია ამის სურვილი.

- საკუთარი გამოცდილებით რას იტყოდი - როგორ უნდა მოერიო ასეთ მაცდუნებელ წინადადებას?

- რა თქმა უნდა, მეტი ნებისყოფაა საჭირო, მთავარი კი მაინც ფიქრია - ყველას ვურჩევ, სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, კარგად დაფიქრდეს.

- არცთუ ცოტა ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისუფალ დროს ტოტალიზატორში ატარებს.

- მათ იმას ვეტყოდი, რომ სხვანაირად, დამსახურებული შრომით უფრო მეტ ფულს იშოვნიან. ისე კი, ადვილი არ არის ეშმაკის დამარცხება.

- საქართველოში და, ალბათ, არა მარტო აქ, ტოტალიზატორის ბუმი გრძელდება.

- ფეხბურთი ტოტალიზატორის გამო არ უნდა უყვარდეთ. ვფიქრობ, ფეხბურთი პირველ რიგში სპორტია და მერე ფულის შოვნის საშუალება. დისკვალიფიკაციის შემდეგ უხელფასოდ დავრჩი, მაგრამ მერწმუნეთ, ხელფასზე უფრო ფეხბურთის თამაში მენატრებოდა.

- როგორ ფიქრობ, ქართული კლუბები მიგიწვევენ?

- არ ვიცი, საქართველოს ჩემპიონატში კი ისევ სიამოვნებით ვითამაშებდი. იმედია, ჩემში ისევ ფეხბურთელს დაინახავენ.

- ფიზიკური კონდიციებით მზად ხარ, ახლავე რომ მიხვიდე რომელიმე გუნდში?

- ინდივიდუალური ვარჯიშის შემდეგ სტუ-ს გუნდში ვვარჯიშობდი, რისთვისაც ამ კლუბს და მთავარ მწვრთნელ გოჩა ჟორჟოლიანს დიდ მადლობას ვუხდი. კარგ ფორმაში ვარ, ოღონდაც სათამაშო პრაქტიკა მაკლია.

- ვატყობ, კიდევ გსურს რაღაცის თქმა.

- მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, ფეხბურთში მოსაქმე ყველა ადამიანს, "ვიტ ჯორჯიას" იმედი მაქვს, შევლენ ჩემს მდგომარეობაში და როცა მოედანზე გავალ, სტვენას არ დამიწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• უძლევი

სანამ სფფ-ის ფედერაციაში კორუმპირებული მაიმუნები იქნებიან, მანამდე ქართულ ფეხბურს არ ეშველება! სანამ ინაპლანეტელები და მარადმწვანე ჩინოვნიკები იღებენ გადაწყვეტილებებს, მანამდე არ ელოდოთ შედეგს! სანამ მთავრობა ფეხურთში უხეშად ჩარევას არ შეწყვეტს, მანამდე არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს! ანუ, კარგა ხანი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს, რადგან ისინი ვინც დასასჯელები არიან, არ ისჯებიან! უფრო მეტიც, არათუ არ ისჯებიან, ხალხს თვალებში უყურებენ და უნამუსოდ იძახიან რომ გარიგებებს თურმე მხოლოდ რამდენიმე კაცი აკეთებდა. გამრიგებლები სამუდამოდ დასაჯეს და 5 თვეში "უპრეცედენტო" ამინისტია შეეხო! ჭირი იქა, ლხინი აქა! ანუ, თავად სფფ-ს ხელმძღვანელობამ აღიარა ამ გადაწყვეტილებით რომ თავად ისინიც არიან ამ გარიგებების ნაწილი! უპრეცედენტო უნამუსო მაიმუნები ხართ ფედერაციაში! ყველანი გასაყრელები ხართ! ყველანი, იმიტომ რომ არცერთ თქვენგანს ნამუსი და ვაჟკაცობა არა გაქვთ რომ თქვენივე ნებით ჩამოშორდეთ სფფ-ს და თქვათ სიმართლე! ფრანგიშვილი დროზე გაეცალა მაქაურობას, თქვენც, ვისაც ადამიანობა შეგრჩათ გაეცალეთ მაგ წუმპეს სანამ შანსი გაქვთ! სფფ-ს ატამანებს კი მალე ვნახავთ გისოსებს მიღმა!

• daviti

ეს გადაწყვეტილება რომ სამარცხვინოა და შედეგის მიხედვით გაუთვლელი ჩემი აზრით საკამათო არაა,ის ათეული მაყურებელი ვინც თამაშებზე დადიოდა ისიც აღარ მივა,ამიტომ არ უნდა ეშინოდეს ბეჭვაიას,დამშტვენ-შემგინებელი არავინ იქნება სტადიონზე.დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებაზე აღარაფერს ვამბობ,ქართული ფეხბურთის იმიჯის დაცემაზე კი ნაკლებად იმოქმედებს,უბრალოდ,იმდენად დაცემულია,ამაზე მეტად აღარ გამოვა.დომენტის მიღებულიც რომ არაა ეს გადაწყვეტილება ესც ფაქტია,ეს ფეხბურთელი რომ ვარჯიშს აგრძელებდა,იმას მოწმობს რომ თავიდანვე იცოდა ამინისტირებული რომ იქნებოდა.აი სპორტულ ჟურნალისტებს მინდა გკითხოთ:-ნუთუ თქვენში არ არის ისეთი რომელსაც არ მოგეწონათ ეს გადაწყვეტილება?ან ისეთი რესპოდენტი ვერ მოძებნეთ,ვისაც ქართულ ფეხბურთზე სიტყვა ეთქმის და არ მოწონს ეს ფაქტი? ბატონო დავით,მაინტერესებს რა იყო ამ გადაწყვეტილებაში ტოლერანტული ან მნიშვნელოვანი(დადებითი კუთხით)?

• vai

ფეხბურთი შემაზარეს

• kaxa

მე ასე ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციაში ავტორიტეტის სახით ზის ბატონი ჩივაძე. ხოლო მუშაობენ კარმნაშიკები. ხალხი კი თავს ურტყავს ტრიბუნებს

• nino2012nino

არავინ სტადიონზეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

• nika

კი მაგრამ აქ ბატონი ჩივაძე რას აკეთებს წლებით აშენებული ფეხბურთი მიწასთან არის გასწორებული. საშა ამას არ უნდა ეგუებოდეს თუ თუ და კიდევ ერთხელ თუ ბატონი საშასთან არ უნდა ისმეოდეს კითხვა თუ ამიტომ ხალხი მოითხოვს ახსნას ყველაფერი ეს

• nika

ძირს ქართული ფეხბურთი, მართლა თქვენ უნამუსოებო რაც გინდათ იმას აკეთებთ, ვი მოგცა სიჭინავა ამის უფლება, ხალხო ფეხზე დავდგეთ

• kaxa

სიჭინავა იმის მაგივრად მინმუმ სამსახურიდან გაეშვათ კიდევ დანაშაული დაამატა და ამინისტიაც დაუმატა, ვაი საქართველოს ფეხბურთო, არავინ არსად სტადიონზე, მასხარები სახლში გეყოლებათ

• nika

მოაშორეთ ეს უნამუსო ზვიადი ფედერაციადან, მთლად ჩაიძირება ფეხბურთი საქართველოში, წილში იჯდა ამათთან და ფულს შოულობდა, და არა მარტო აქედან ეს საქმე უნდა გადაეცეს პროკურატურას და საქმე უნდა იქნას შესწავლილი, ვინ მიცა უფლება ზვიადის ასეთი საქმის ამინისტირება, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა და დანაშაული, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს მოვუწოდებ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ქართულ ფეხბურთს,

• 120

ვაი შენ ქართულო ფეხბურთო ??? ვერ გავიგე - ან ეს დისკვალიფიკაცია რა იყო, ან ეს ამნისტია რას ნიშნავს - როცა შენს ათასობით გულშემატკივარს თვალებში აფურთხებ და აბოლებ შენი ვირთხული საქციელით, რა დაბრუნებაზეა ლაპარაკი ???? სინდიდი და თავმოყვარეობა მთლად დაკარგეთ ვითომ ფეხბურთელებო ??? არასდროს-არასდროს არ იქნება ამათ ხელში ფეხბურთი აყვავებული ....

• დევიდ აირონს

Fani მართალი ხარ, მართლაც როგორ უნდა წაიყვანო ბავშვი ამათ თამაშზე? ან რა უნდა გააკეთონ ამ "ფეხბურთელებმა" აწი ისეთი, გულშემატკივართა ნდობა ან სიყვარული რომ დაიმსახურონ? სამწუხაროა ის, რომ ასეთ რამეს ბევრი აკეთებს და დასაჯეს მხოლოდ ხუთი... სანამ ჯამბაზები იქნებიან სათავეში, ჩვენი ფეხბურთიც ცირკს ემგვანება!

• დევიდ აირონს

ეს ნახე როგორ ლაპარაკობს?! მაყურებელი არ დადისოოო ბიჭოო??? ვინ უნდა იაროს, როცა ბ....ი ქალებივით ყიდით თამაშებს? იმ ათასობით გულშემატკივარს შეეკითხე აბა, როგორი საყურებელია თქვენი ბინძური მაქინაცია და ვითომ "თამაში"?

• iuve.

გიგა ხაშურში რა გიქნეს ბიჭო

• nika

საცოდავობაა პირდაპირ. ამ ვითომ ფეხბურთელს, რომელმაც ჩირქი მოცხო ქართულ ფეხბურთს ამინისტიასაძლევენ, ხოლო დემეტრაძეს კი რომელმაც ბევრი გააკეთა თავისი თამაშით საქართველოსთვის ისევ ციხეშია. ფეხბურთის მამებს ერთი სიტყვაც არ დაცდენიათ მის დასაცავად. თფუ თქვენი ძალად ფეხბურთელის

• archil

ყველას ერთნაირი ნებისყოფა არა აქვს და ადამიანს არ უნდა უბიძგო დანაშაულისკენ.ამ შემთხვევაში დამნაშავეა ფეხბურთის ფედერაცია და შუამავალი წასაკუზია,თუმცა "ნაცებისთვის"ჭაკუზვა პრობლემა არაა.ზვიად!ითამაშე მთელი მონდომებით,ოღონდ შუბლის ძარღვი არ გაიწყვიტო.

• Shoti

ამას ფაიზაღი უთხრეს, რო ვარჯიში გააგრძელე, როცა მიყუჩდება სიტუაცია მოგიხსნით დისკვალიფიკაციასო... ეეეხ ეს ფედერაცია რა... ჭირი

• fani

სტვენის კი არა უფრო მეტის ღირსი ხარ შენც და ყველა ის ვინც ასეთ ბინძურ ამბებშია გარეული და ასევე ისინიც ვინც ხელი დაგაფარეს რათა თავი გადაერჩინათ.... დანაშაული ჩაიდინეთ და იმის ნაცვლად რომ დაესაჯეთ ისევ ისეთ მაიმუნობას აგრძელებთ... აწი მე როგორც რიგით გულშემატკივარი პროტესტს ვუცხადებ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრობას ასეთი სიბინძურეების საბოლოოდ აღმოფხვრა-გამომზეურებამდე და ყველა ამ სიბინძურეში გარეულის დასჯამდე და გაითვალისწინეთ ისით კლოუნებო რომ ჩემნაირად შეიძლება ბევრი ფიქრობდეს!

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ