ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება: გუნდს პორტუგალიელი მეორე სეზონისთვის ატყობს ხელსო და ასეც არის
მუდამ იმას ამბობენ, რომ მეორე სეზონები ჟოზესია. გუნდს პორტუგალიელი მეორე სეზონისთვის ატყობს ხელსო და ასეც არის. თამაშის ხარისხით, ახალი და შარშანდელი "რეალი" დიდად განსხვავდება ახლის დიდი უპირატესობით. ერთადერთი, რაც "სამეფო კლუბმა" ჯერ ვერ ისწავლა "ბარსას" დამარცხებაა. მოკლედ, ლიდერი საშობაოდ საშინაო დავალებით გავიდა. ჰა, ბურთი და ჰა, "კამპ ნოუ"!

რას ვწერდით აგვისტოში

"ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად" - ასე დავარქვით მაშინდელ სტატიას "რეალზე". ბუნებრივია, სეზონის არასრული ნახევრის გასვლის შემდეგ, დასკვნის გაკეთება ძნელია. "ჯერ ერთხელაც არ ყოფილა, რომ "რეალისთვის" სეზონის წინ ჩემპიონობის გარდა სხვა რამე დაეგეგმოთ. სხვა საქმეა, შეძლებს კი "სამეფო კლუბი" "ბარსელონას" ტახტიდან გადმოგდებას? კი, "რეალი" აშკარად უკეთ თამაშობს, მაგრამ "ბარსელონაც", რომ გაძლიერდა, ფაქტია. პროგნოზს კი ასეთს გავაკეთებთ - ვინ მოიგებს ამ დუელში არ ვიცით, მაგრამ ერთი ცხადია - გულშემატკივრებს დიდი სანახაობა ელით" - კიდევ ერთი ციტატა მაშინდელი სტატიიდან.

სტატისტიკური მონაგარი

რომ არა "ელ კლასიკო", ვიტყოდით, რომ "რეალმა" სეზონის პირველი ნახევარი სრული ტრიუმფით განვლო. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსასთან" "განსაკუთრებულის" გუნდმა ვერაფერი შეძლო და სეზონში მეორედ დამარცხდა. პირველი წაგება კი სრულიად ფანტასტიკური იყო - ვეტერანებით გაძეძგილ "ლევანტესთან". "სამეფო კლუბმა" შინ 7-დან 6 მოიგო და 1 ("ბარსელონასთან") წააგო. "რეალი" სტუმრადაც ბრწყინვალედ თამაშობს - 9-დან 7 მოგება და 1 ფრე.

გაფრთხილება: 38

2 ყვითელი ბარათი: 3

წითელი ბარათი: 0

პენალტი (გატ): 7/7

პენალტი (გატ) რეალის კარში: 0/0

საშუალო დასწრება: 73 400

დარტყმა (ზუსტი): 285 (122)

დარტყმა (ზუსტი) რეალის კარში: 163 (63)

დარტყმის სიზუსტე: 42,8%

კუთხური: 75

თამაშგარე: 32

ჯარიმა (მათზე): 212 (265)

გოლები

20 რონალდო

12 იგუაინი

8 ბენზემა

4 დი მარია

3 კაკა

2 კალეხონი, მარსელო

1 ალთინტოპი, ვარანი, ჩაბი ალონსო, პეპე, სერხიო რამოსი

საგოლე პასები

13 დი მარია

6 რონალდო

5 იოზილი

4 ბენზემა

3 არბელოა, ჩაბი ალონსო, სერხიო რამოსი

2 კაკა, კოენტრაო

1 მარსელო

გაძევება

1 პეპე, ხედირა, დი მარია

გაფრთხილება

5 ჩაბი ალონსო

4 პეპე, დიარა, სერხიო რამოსი

3 დი მარია, რიკარდო კარვალიო, არბელოა

2 იოზილი, რონალდო, კოენტრაო

1 გრანერო, კაკა, მარსელო

თამაშები

მეკარეები: იკერ კასილიასი (16 თ), ალბერტო ადანი.

მცველები: სერხიო რამოსი (15), მარსელო ვიერა და სილვა (14), კლეპერ ლიმა "პეპე" (13), ფაბიო კოენტრაო (10), ალვარო არბელოა (9), რაულ ალბიოლი (5), რიკარდო კარვალიო (4), რაფაელ ვარანი (2).

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (15), მესუთ იოზილი (15), ანხელ დი მარია (14), სამი ხედირა (12), რიკარდო "კაკა" (12), ლასანა დიარა (10), ხოსე კალეხონი (7), ესტებან გრანერო (4), ჰამით ალთინთოპი (2), ნური შაჰინი (1).

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (16), გონსალო იგუაინი (15), ქარიმ ბენზემა (14).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-2-3-1: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, დიარა - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო - 16 თამაში, 20 გოლი, 6 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 16 13 1 2 56-15 40

თარიღი მეტოქე ანგარიში

28 აგვისტო სარაგოსა (გ) 6:0

10 სექტემბერი ხეტაფე (შ) 4:2

18 სექტემბერი ლევანტე (გ) 0:1

21 სექტემბერი რასინგი (გ) 0:0

24 სექტემბერი ვალეკანო (შ) 6:2

3 დეკემბერი ესპანიოლი (გ) 4:0

15 ოქტომბერი ბეტისი (შ) 4:1

22 ოქტომბერი მალაგა (გ) 4:0

27 ოქტომბერი ვილიარეალი (შ) 3:0

30 ოქტომბერი სოსიედადი (გ) 1:0

6 ნოემბერი ოსასუნა (შ) 7:1

20 ნოემბერი ვალენსია (გ) 3:2

26 ნოემბერი ატლეტიკო (შ) 4:1

3 დეკემბერი სპორტინგი (გ) 3:0

11 დეკემბერი ბარსელონა (შ) 1:3

18 დეკემბერი სევილია (გ) 6:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
სამწუხაროა რომ ქართველ ჟურნალისტების უმეტესობა რატომღაც მიკერძოებულათ წერს რა მოვრინიო ყველა დარწყმუნდა უკვე რო ბარსელონას ნაირი გუნდი ჯერ არ ყოფილა ფეხბურთში რეალი კამპ ნომდე ლიდერის რანგში ვერ მივა არაფერიც არ ეტყობა რეალს ჯერ კაი გუნდს არ შეხვედრია ბარსასთან პირწმინდათ წაგო უბრალოთ ესპანეთში აგარ დარჩა ნორმალური ბრძოლის უნარიანი გუნდი
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი