IFFHS-მა 2011 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელთა რეიტინგი გამოაქვეყნა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2011 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად "ბარსელონას" თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა. 81 ქვეყნის ექსპერტთა შორის გამართულ ხმისმიცემაში პეპი 201 ქულით რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა.

სიის მეორე ადგილი მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ხვდა. პორტუგალიელმა 112 ქულა დააგროვა. მესამე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელსაც 107 ქულა ერგო.

სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილები ასევე ინგლისური კლუბების მწვრთნელებმა გაინაწილეს - 78 ქულა "ჩელსის" დამრიგებელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა მიიღო, 45 ქულა კი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო საკლუბო მწვრთნელთა ათეულში მოხვდა კვიპროსული აპოელ-ის სერბი მთავარი მწვრთნელი ივან იოვანოვიჩი. 2011 წელს ამ კლუბმა, პირველად კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში, ჩემპოინთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გააღწია.

საუკეთესო საკლუბო მწვრთნელების რეიტინგს IFFHS, 1996 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აქვეყნებს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა