ქართველმა ცენტრმა 20 წუთი ითამაშა - 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, მან 5 ორქულიანიდან 3 გამოიყენა
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში უშუალო კონკურენტი, "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა. შეხვედრა დღეს, გამთენიისას გაიმართა ატლანტაში და მასპინძლეთა გამარჯვებით - 109:94 დასრულდა.

ატლანტელებმა იმდენად კარგად ითამაშეს მატჩის საწყის სამ პერიოდში, რომ ბოლო მეოთხედის 8 ქულით წაგების მიუხედავად მაინც დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვეს. გაქანება არ მისცეს ჩიკაგოს სუპერვარსკვლავ დერიკ როუზს, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით, 6 პასით და 5 დაკარგვით დაასრულა.

ჩინებულად გაისარჯნენ ატლანტელთა სასტარტო ხუთეულის მოთამაშეები - ჯოშ სმიტი, ჯო ჯონსონი, ალ ჰორქორდი, ჯეფ ტიგი. დიდი სამსახური გაუწია ატლანტელებს სათადარიგო ვლადიმირ რადმანოვიჩმა, რომელმაც ჩიკაგოელებს 5 სამქულიანი ჩაუგდო და შეხვედრა საბოლოოდ 17 ქულით დაასრულა.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულიამ ბოლო მატჩებთან შედარებით მოედანზე მეტი დრო გაატარა. 20 წუთში ზაზამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 5 ორქულიანიდან 3 გამოიყენა, საჯარიმო კი არ უსვრია.

6 გამარჯვებითა და 3 წაგებით "ატლანტა" აღმოსავლეთის ცხრილში 1 საფეხურით აიწია და ახლა მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას "ქორები" ნიუ ჯერსიში, "ნეთსთან", 10 იანვრის გამთენიისას გამართავენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა