მექსიკის ხელისუფლებამ ორი ადამიანის გატაცების ბრალდებით, ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ომარ ორტიზი დააკავა
მექსიკის ხელისუფლებამ ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ომარ ორტიზი დააკავა. მას ადამიანების გატაცებაში ედება ბრალი. შტატ ნუეევო-ლეონის პოლიციის წარმომადგენლის ხორხე დომენეს თქმით მან სულ მცირე, ორი ადამიანის გატაცებაში მიიღო მონაწილეობა.

ორტისი დამნაშავეებს მსხვერპლის შერჩევაში ეხმარებოდა და საზოგადოებაში საკუთარი კავშირებით სარგებლობდა. თავად გატაცებას კი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ახორციელებდნენ.

ისინი გატაცებულთა სანაცვლოდ ერთ მილიონ პესოს ითხოვდნენ, რაც 73 ათას დოლარს უდრის. ორტისი თავისი მონაწილეობის სანაცვლოდ დაახლოებით გამოსასყიდის მეათედ თანხას - 100 ათას პესოს ანუ 7.3 ათას დოლარს იღებდა.

დომენეს თქმით, ორტისთან ერთად 5 იანვარს კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიციის აზრით, ბანდის ანგარიშზე 20-ზე მეტი გატაცებაა, მათ შორის მექსიკელი პოპვარსკვლავის გლორია ტრევის ქმრის.

დაკავებული ფეხბურთელი კლუბ "მონტერეიში" გამოდის. მექსიკის ნაკრებში მან სულ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. 2010 წლის მაისში ორტისმა დოპინგის მოხმარებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა