კანადაში 2012 წლის სპორტულ კალენდარში მსოფლიოს რიგით პირველი ჩემპიონატი დასრულდა
კანადაში 2012 წლის სპორტულ კალენდარში მსოფლიოს რიგით პირველი ჩემპიონატი დასრულდა. ტრადიციულად, ამ დროს ვლინდება 20-წლამდელთა ჰოკეისტებს შორის საუკეთესო ნაკრები.

ფინალში შვედეთის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი - რუსეთის ნაკრები. ერთადერთი გოლი ოვერტაიმში მიკა ზიბანეჯადმა გაიტანა.

სკანდინაველები ვალდებულნი იყვნენ ძირითად დროში გაეფორმებინათ იოლი გამარჯვება, მაგრამ რუსების გოლკიპერმა ანდრეი მაკაროვმა 60 წუთში 50 (!) დარტყმა მოიგერია, იმ დროს, როცა რუსეთის ნაკრებმა მხოლოდ 16 ზუსტი დარტყმა შეასრულა.

ოვერტაიმში შვედებმა გააგრძელეს დომინირება. დარტყმების შეფარდება იყო რვა ერთთან, მათ სასარგებლოდ. დამატებითი დროის მე-11 წუთზე ზიბანეჯადი მარჯვენა ფლანგიდან მიუახლოვდა მეტოქის კარს და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

მესამე ადგილისთვის მატჩში კანადის ნაკრებმა ფინეთს მოუგო - 4:0. გოლების ავტორები გახდნენ: კვინტონ ჰაუდენი (დუბლი), ტანერ პირსონი და მარკ შაიფელე. სხვათა შორის კანადამ 2001 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გასვლა. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, ის 1981 წლის შემდეგ არ ყოფილა მსოფლიოს ჩემპიონი.

გაისად ჩემპიონატი რუსეთის ქალაქ უფაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა