მაგათი ყიდულობს და ყიდულობს, "ვოლფსბურგში" მალე სათვალავი აერევათ

ფელიქს მაგათის სატრანსფერო საგიჟეთი გრძელდება: გასული კვირა "ვოლფსბურგის" მწვრთნელმა და მენეჯერმა კიდევ ორი, რიგით მეექვსე და მეშვიდე ახალწვეულების წარდგენით დაასრულა.

ესენი არიან: 24 წლის ცენტრალური მცველი ფელიპე ლოპესი და 20 წლის გარემარბი იბრაჰიმ სისოკო. გერმანიის 2009 წლის ჩემპიონთან კონტრაქტები ორივემ 2015 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

"ფელიპე მაღალი, მეორე სართულზე იდეალურად მებრძოლი მცველია," - განაცხადა მაგათმა ლოპესის შესახებ, რომელიც მან პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაიბირა. რაც შეეხება სისოკოს: ფელიქსმა ეს უკანასკნელიც პორტუგალიიდან, კერძოდ "აკადემიკადან" შეიძინა და მასში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა. მაგათის თქმით, ეს უკანასკნელი ძალიან სწრაფი და ტექნიკური გარემარბია - სწორედ ისეთი, როგორიც "ვოლფსბურგს" სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "ვოლფსბურგმა" უკვე სამი ფეხბურთელი გაუშვა და შვიდი შეიძინა. გუნდიდან წავიდნენ ალიაკსანდრ ჰლები ("მგლებში" იჯარის წესით თამაშობდა), თოლგა ჩიგერჩი (გლადბახში გადავიდა) და თომას კალენბერგი.

მოვიდნენ: პეტრ ირჟაჩეკი (პლზენის "ვიქტორია"), სლობოდან მედოიევიჩი (ვოივოდინა ნოვი სადი), ფერჰად ჰასანი (ტეტოვო), ვიერინია (პაოკ), ჯოვანი სიო (სიონი), ფელიპე ლოპესი (ნასიონალი) და იბრაჰიმ სისოკო (აკადემიკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა