დიდია ალბათობა იმისა, რომ სფფ-მ საკურატორო ნაკრებთა სქემა შეიცვალოს - შემცირდეს გუნდების რაოდენობა
დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკურატორო ნაკრებთა სქემა შეიცვალოს - შემცირდეს გუნდების რაოდენობა.

აქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რვა ნაკრებს პატრონობდა: ეროვნულს, U 21-ს, U 19-ს, U18-ს, U17-ს, U16-ს , U15-ს და U 14-ს. ამდენი ნაკრების ჩამოყალიბება ფედერაციის ამ ხელმძღვანელობის ნოვაცია იყო, რასაც ახალი სამწვრთნელო კადრებისა და ახალი ფეხბურთელების გარდა, ახალი ფინანსებიც სჭირდებოდა. აქამდე ყველა ეს ნაკრები უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი პერსონალით, ახლა კი სათუო გახდა ორი ნაკრების დაფინანსება - 15 და 14-წლამდელების.

რატომ მაინცდამაინც ეს ნაკრებები? თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ უეფას ოფიციალურ ტურნირებში ამ რვა ნაკრებიდან მხოლოდ ოთხი მონაწილეობს (ეროვნული, U21, U19 და U17), მაშინ მათ გარდა ყველას არსებობას უნდა დასმოდა კითხვის ნიშანი. შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ ყველაზე უმცროსთა ორი ნაკრები დანარჩენებთან შედარებით ნაკლებად აქტუალურია ან დაფინანსება, სახელმწიფოს დოტაცია უწინდელთან შედარებით მცირეა.

ერთი სიტყვით, ნაკრებთა რაოდენობის შემცირება სავსებით რეალურია. შევიტყვეთ, რომ საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა საქმე უფრო სეკვესტრამდე მიდის.

14-წლამდელთა დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ უკვე იშოვა სხვა საქმე, ზუგდიდის "ბაიას" თავკაცად დაინიშნა. არის იმის პრეცედენტი, რომ მწვრთნელი კლუბშიც მუშაობდეს და ასაკობრივ ნაკრებშიც, მაგრამ U14-ის შემთხვევაში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა