ფრიმონტში მოჭადრაკეთა საეთაშორისო ტურნირში ქართველმა მოჭადრაკემ გასულ უქმეებზე ორ ტურში მონაგარს ქულა-ნახევარი შესძინა
ფრიმონტში (აშშ) დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა საეთაშორისო ტურნირი "ჩრდილოეთ კალიფორნია 2012", რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 60 წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის - თბილისელი დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილი.

გასულ უქმეებზე ორ ტურში მან მონაგარს ქულა-ნახევარი შესძინა: მე-7 ტურში გრეგ შეიჰედი (აშშ) დაამარცხა, ხოლო მერვეში შავებით გეორგ მეიერს (გერმანია) დაუზავდა.

გუშინ, ასევე, ყაიმით დამთავრდა მარკ არნოლდისა (აშშ) და სემ შენკლენდის (აშშ), იური შულმანისა (აშშ) და კაიდენ ტროფის (აშშ), დანიელ რენჟისა (აშშ) და აქსელ ბაჰმანის (პარაგვაი), გრეგ შეიხედისა და სემ კოლინზის (ირლანდია) შეხვედრები. ჯოშ ფრიდელმა (აშშ) ენრიკო სევილანო (აშშ) დაამარცხა, მაკენზი მოლნერმა (აშშ) ფაიკ ალესკეროვს (აზერბაიჯანი), ალეხანდრო რამირესმა (აშშ) კი ადაშ იაიაკუმარს (აშშ) აჯობა.

რვა ტურის შემდეგ: შენკლენდი - 6,5, ფრიდელი, არნოლდი - 6-6, შულმანი, რამირესი, მარგველაშვილი, მოლნერი, ტროფი - 5,5-5,5 ქულა. 10 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. პირველი ადგილისთვის გათვალისწინებულია 3000 ამერიკული დოლარი, მეორე ადგილისთვის - 1500 და მესამე ადგილისთვის - 1000 დოლარი.

ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: შენკლენდი - ფრიდელი, მარგველაშვილი - არნოლდი, შულმანი - მოლნერი, რამირესი - ტროფი.

პრიზიორთა ვინაობაც ამ ორთაბრძოლების შედეგებით გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა