სერია B-ს მატჩის განაცხადში პირველად მოხვდა "ემპოლის" 19 წლის ქართველი ირაკლი შეყილაძე, თუმცა არ უთამაშია
გუშინ ტყუილად ველოდით "ჯენოას" მატჩს "კალიარისთან", კახა კალაძე დაშავებულა და გენუელებმა სეზონი მის გარეშე განაახლეს. მტკივანი კუნთი ჩვენებურს, სულ მცირე, 3 კვირით დაასვენებს.

იტალიურ სერია B-ში ქართველთა "ემპოლიმ", რომელიც გასავარდნ ზონასთან სახიფათო სიახლოვესაა, კვლავ წააგო - სტუმრად "ჩიტადელასთან" - 1:2. 21 წლის ლევან მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ყვითელი ბარათის მიღების გარდა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. ლევანს სეზონის 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავი უფრო ისაა, რომ სერია B-ს მატჩის განაცხადში კარიერაში პირველად მოხვდა 19 წლის ირაკლი შეყილაძე, თუმცა მას "ჩიტადელასთან" თამაშმა არ მოუწია.

ბერძნულ სუპერლიგაში ქართულ დაპირისპირებას ველოდით, რომელიც არ შედგა - გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" 1:0 მოუგო დავით კვირკველიას "პანიონიოსს", მაგრამ ათენელებს კრეტაზე კვირკველია არ წაჰყოლიათ, შაშიაშვილმა კი დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა. "ერგოტელისი" (21 ქულა) უკვე 5 ქულით უსწრებს "პანიონიოსს".

თურქეთში სენსაციასთან ახლოს იყო აკაკი ხუბუტიას "სამსუნი", რომელიც "გალათასარაის" პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს უგებდა, მაგრამ მეორეში სტამბოლელებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს შავიზღვისპირელებს. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. "სამსუნი" 13 ქულით ბოლოსწინაა თურქულ სუპერლიგაში. შოთა არველაძის "ქაისერი" "ანთალიას" ტრავმირებული ზურაბ ხიზანიშვილის გარეშე ეწვია და 0:1 წააგო.

განახლდა კვიპროსის ჩემპიონატი, სადაც მხოლოდ ერთი "ქართული" გუნდია - ახნასის "ეთნიკოსი". ლევან მაღრაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო ლევან ქებაძე სათადარიგო იყო "ერმისთან" 2:1 მოგებულ მატჩში. "ეთნიკოსის" მიზანი რვა საუკეთესოს შორის მოხვედრაა, რათა პირველ დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლის ბატალიები აირიდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა