მოსკოველებმა 19 წლის ქართველი ნახევარმცველი იჯარით ესპანურ გუნდს შესთავაზეს

მოსკოვის "სპარტაკმა" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ესპანურ "რასინგს" შესთავაზა. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. "სპარტაკის" სპორტული დირექტორი დმიტრი პოპოვი 1993-1996 წელს"რასინგში" თამაშობდა და სწორედ მისი კავშირებით აპირებს რუსული კლუბი ქართველი ჰავბეკის გაშვებას.

ესპანური ინტერნეტგამოცემა vavel.com 19 წლის ჩვენებურზე წერს: "ანანიძე ბურთს კარგად აკონტროლებს და მოედანს კარგად ხედავს. მას წინა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ ყველაზე კარგად ცენტრში, თავდამსხმელების უკან ირჯება".

მის ნაკლად ესპანელები გამოუცდელობას და ფიზიკურ მომზადებას ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ ანანიძით რამდენიმე ევროპული კლუბის დაინტერესებაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის ლონდონის "არსენალის" და "ჰამბურგის" მხრიდან. თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოველებს ჯანოს გაყიდვა არაფრით სურთ და იჯარით განათხოვრებას ამჯობინებენ.

რაც შეეხება "რასინგს", 17 ტურის შემდეგ გუნდი მე-17 (ბოლოდან მეოთხე) ადგილზეა. გუნდმა სეზონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ექტორ კუპერის თავკაცობით დაიწყო, თუმცა არგენტინელი სპეციალისტი დაახლოებით ერთი თვის წინ წავიდა. "რასინგს" ამჟამად ხუანხო გონსალესი წვრთნის.

ramo
ჰა ბურთი, ჰა მოედანი. მიდი ჯანო ჩავარდნა პელეს და მარადონას ქონიათ. ცხოვრება წინ არის.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა