"კანადიან სოლარი" სტუმრად "სკავოლინის" შეხვდა და 77:86 დამარცხდა, სადაც ქართველმა ფორვარდმა 22 ქულა მოაგროვა

ვიქტორ სანიკიძის მორიგი გაბრწყინება იტალიის სერია A-ში. ქართველი ფორვარდის შედეგიანი თამაში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან უკვე 2 თვეა, იგი მოედანს შესანიშნავი სტატისტიკით ტოვებს. მორიგ ტურში სანიკიძის შედეგიანობას მისი გუნდის წაგება აუფერულებს, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ლიდერია, ბევრისმეტყველია.

"კანადიან სოლარი" სტუმრად "სკავოლინის" შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში, სერია A-ს ლიდერებში გაერეოდა, თუმცა 77:86 დამარცხდა. სხვათა შორის, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუსაც" 9 მოგება და 5 წაგება აქვს და ეს გუნდები III-IV ადგილებს იყოფენ.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მორიგ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მოედანზე გატარებულ 28 წუთში ვიქტორმა 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, 9 მოხსნიდან კი 5 მეტოქის ფარზე განახორციელა. ვიქტორის აქტივში 2 პასიც გახლდათ.

სანიკიძის ეფექტიანობის კოეფიციენტი 26 გახლდათ და ეს სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი "სკავოლინის" ამერიკელი გამთამაშებელი რიჩარდ ჰიკმანი (29) გახდა, რომელმაც 39 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 5 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

მომდევნო ტურში, 11 იანვარს, "კანადიან სოლარი" "სიენას" უმასპინძლებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა