დონეცკიდან მარიუპოლში განათხოვრებული 22 წლის ქართველი "შახტარს" სწორედაც რომ სათავისო გუნდად მიიჩნევს
"ქომაგთა ლიგის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" შემტევი ნახევარმცველი, მარიუპოლის "ილიჩივეცში" განათხოვრებული 22 წლის დავით თარგამაძე დაასახელეს.

კინოთეატრ "საქართველოში" მოწყობილ საღამოს სამეულში მოხვედრილ ფეხბურთელთაგან მხოლოდ თარგამაძე დაესწრო, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი კი უკვე თანაგუნდელებთან ერთად ემზადებიან.

დათოს საქართველოში ხილვა მოულოდნელი იყო, ამიტომ შესაძლებლობით ვისარგებლეთ და გავესაუბრეთ - "ილიჩივეცში" მისმა გადასვლამ კითხვები გააჩინა.

- საუკეთესოდ აღიარება ყოველთვის სასიამოვნოა.

- ეს აღიარება მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც. მართალია, "ოლექსანდრიაში" კარგი სეზონი ჩავატარე, ახლახან ძლიერმა კლუბმა მიმიწვია, ნაკრებშიც დებიუტი მქონდა, მოკლედ, წელი კარგად ჩამთავრდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ამდენ ძლიერ ფეხბურთელში თუ გამომარჩევდნენ.

- უკრაინაში გუნდებმა მომზადება დაიწყეს, შენ კი ამ დროს თბილისში ხარ...

- "ილიჩივეცს" მომზადება ჯერ არ დაუწყია. უკრაინაში 10 იანვარს გავემგზავრები, ორი კვირა სიმფეროპოლში მოვემზადებით, შემდეგ კი ანთალიაში წავალთ.

- ახლა ისვენებ თუ მაინც ვარჯიშობ?

- ასე ვთქვათ, აქტიურად ვისვენებ, მინიფეხბურთს ვთამაშობ. სულ ვერც გავჩერდებოდი.

- მინიფეხბურთს ბევრი ერიდება, ჩვენს მოედნებზე თამაში საშიშიაო.

- ისე ვთამაშობ, რომ რისკი მაქსიმალურად გამოვრიცხო.

- ახალი წლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მუდმივი პრობლემა მომატებული წონის მოკლებაა.

- მე ეს პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, მომზადებას ისე ვიწყებ, ზედმეტი გრამი არ მაქვს.

- "შახტარმა" შარშან, ზამთარში თორნიკე ოქრიაშვილიც წაიყვანა, ისიც იჯარით "ილიჩივეცში" გაუშვა და დააიმედა, მალე დაგაბრუნებთო, მაგრამ გავიდა ერთი წელი და ისევ "ილიჩივეცშია". ქართველ გულშემატკივრებს ეს აფიქრებთ, ვაითუ, შენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს...

- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. "ილიჩივეცში" სამი თვე უნდა ვითამაშო, თავს თუ გამოვიჩენ, "შახტარში" დამაბრუნებენ. იმედია, დონეცკელებმა ტყუილად არ ამიყვანეს.

- კლუბის შერჩევას ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი აზრით, "შახტარი" საშენო გუნდია?

- დარწმუნებული ვარ, რომ საჩემოა, რადგან უკრაინაში ყველა ამბობს, "შახტარი" ყველაზე ტექნიკურ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობსო. ამ გუნდის თამაში მეც ძალიან მომწონს, ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაში მუდმივად ხვდება და ამბიციასთან ერთად ტიტულებითა და საკმაოდ მდიდარი ისტორიითაც იწონებს თავს. ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა