ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "სენატორებმა" ამ სეზონში მეექვსედ შეძლეს მოგება
რეგულარული ჩემპიონატის მორიგ დღეს სამი მატჩი გაიმართა და ყველაზე დრამატული მათ შორის "ოტავასა" და "ფილადელფიას" შეხვედრა იყო.

"სენატორებმა" ამ სეზონში მეექვსედ შეძლეს მოგება იმ დროს, როცა მდევრის როლში იყვნენ. ამჯერად "ოტავამ" ორშაიბიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლო.

ბოლო პერიოდში კანადელებმა ოთხი შაიბა გაუტანეს "ფილადელფიას" რუს მეკარეს ილია ბრიზგალოვს. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 6:4 "სენატორზის" სასარგებლოდ.

აგრძელებს ლიგის მცველებს შორის დომინირებას ერიკ კარლსონი - შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი. ეს ბიჭი მხოლოდ 21 წლისაა, მან კი უკვე გააუმჯობესა შედეგიანობის საკუთარი რეკორდი, მალე კი "ერთ მატჩში ერთი ქულის" გრაფიკზე გავა. მცველებს შორის შედეგიანობის მხრივ კარლსონი ულაპარაკო ლიდერია - ის უახლოეს მდევარს მთელი რვა ქულით უსწრებს. "ფილადელფიასთან" მატჩში ერიკმა ორი ქულა დააგროვა და სარგებლოანობის ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა - "პლუს 5".

ასევე ბრწყინვალედ გამოიყურება "ოტავას კაპიტანი დანიელ ალფრედსონი, რომელსაც ბოლო 12 მატჩში 16 ქულა დაუგროვდა.

"სენატორზის" მსგავსად, ორშაიბიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო "დეტროიტმა", რომელსაც რთული გასვლა ჰქონდა რეგულარულის ლიდერთან "ჩიკაგოს ბლექჰოქსთან". უკვე მეხუთე წუთისთვის მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა ასეთი კოშმარული დასაწყისის მიუხედავად, "დეტროიტის" მეკარემ ტაი კონკლინმა მომდევნო 58 წუთში მეტოქის ყველა დარტყმა მოიგერია, მათ შორის, ბულიტი ჰეიესის შესრულებით.

"დეტროიტმა" საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე გაათანაბრა ანგარიში, გამარჯვება კი სტუმრებს პაველ დაციუკმა მოუტანა - ოვერტაიმის მესამე წუთზე მან თავად დაამატა საკუთარ დარტყმულს.

ნამდვილი სპექტაკალი შემოგვთავაზეს "კოლამბუსმა" და "ანაჰაიმმა", რომლებმაც ჯამში 11 შაიბა გაიტანეს. გამარჯვება "დაქსმა" მოიპოვა - 7:4, მაგრამ ეს მოგება გააუფერულა მეკარე იონას ჰილერის ტრავმამ. მეორე მეკარის - დენ ელისის ტრავმის გათვალისწინებით, "ანაჰაიმის" მდგომარეობა რთულია. ამის გამო, გუშინ NHL-ში დებიუტი ჰქონდა 26 წლის ფინელ იირო ტარკის, რომელმაც ცხრიდან ექვსი დარტყმა მოიგერია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კორი პერი გახდა, ვინც ჰეთ-თრიკი შეასრულა. "დაქსმა" სეზონში მხოლოდ მეორედ მოიგო ზედიზედ მეორე მატჩი.

გამარჯვების შემთხვევაში "კოლამბუსს" შეეძლო უკან ჩამოეტოვებინა "ანაჰაიმი" და ბოლო ადგილს დაშორებდა, მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება.

სწორედ ამის შემდეგ კარისკენ მიუთითეს "ბლუ ჯეკეტსის" დამრიგებელს სკოტ არნიელს, რომელიც გუნდთან წელიწადნახევარი მუშაობდა.

შარშან "კოლამბუსმა" მე-13 ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში. არნიელს დროებით მისი ასისტენტი ტოდ რიჩარდსი შეცვლის.

ოტავა-ფილადელფია 6:4

2:3, 0:1, 4:0

გოლები: 1:0 ალფრედსონი-14 (ტარისი-6, კოუენი-8), 1:1 მეზაროში-6 (ტელბოტი-8), 2:1 კ. ნილი-6 (ფოლინო-13, ე. კარლსონი-35), 2:2 ბურდონი-2 (ბრიერი-16), 2:3 კუტურიე-6 (რიდი-12), 2:4 რიდი-13 (ვან რიმსდიკი-11, მ. კარლი-18), 3:4 გრინინგი-9 (სპეცა-27, მ. მიხალეკი-8), 4:4 ე. კარლსონი-6, 5:4 კუბა-4 (კონდრა-10, ალფრედსონი-19), 7:4 ფოლინო-12 (კ. ნილი-8).

ჩიკაგო-დეტროიტი 2:3 (ო)

2:1, 0:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ბოლანდი-9 (მარიან ჰოსა-26, ლედი-18), 2:0 შარპი-20 (ფროლიკი-6, მარიან ჰოსა-27), 2:1 ფილპულა-14 (ზეტერბერგი-23, ჰუდლერი-15), 2:2 ქლირი-10 (ზეტერბერგი-24, ფილპულა-21), 2:3 დაციუკი-13 (ჯ. ერიქსონი-7, ფრანცენი-20).

ანაჰაიმი-კოლამბუსი 7:4

4:1, 1:1, 2:2

გოლები: 1:0 კოლიანო-8 (სბისა-10, ჯ. ბლეიკი-2), 2:0 პერი-16 (რაიანი-9, ბოშემენი-8), 2:1 ნეში-13 (პროსპალი-21), 3:1 სელიანე-13 (გეტცლაფი-20, ვიშნოვსკი-7), 4:1 ს. კოივუ-6 (რაიანი-10), 4:2 ბრასარი-5 (ა. ჯონსონი-6, კლიტსომი-8), 5:2 პერი-17 (ს. კოივუ-14, ვიშნოვსკი-8), 6:2 სელიანე-14 (ჰაგმანი-8, ს. კოივუ-15), 6:3 ნეში-14, 6:4 პროსპალი-9 (დორსეტი-3, პალსონი-7), 7:4 პერი-18 (ბოშემენი-9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო