გუნდს ისევ აკლია თავისი ლიდერი და კაპიტანი სიდნი კროსბი, ახლა კი "პინგვინები" ორი წამყვანი ფორვარდის გარეშე დარჩნენ
ტრავმების გამო "პიტსბურგ პინგვინზი" თანდათან უძლურდება. როგორც ცნობილია, გუნდს ისევ აკლია თავისი ლიდერი და კაპიტანი სიდნი კროსბი, ახლა კი "პინგვინები" ორი წამყვანი ფორვარდის გარეშე დარჩნენ.

დაახლოებით 4-6 კვირით გამოვიდა მწყობრიდან ჯორდან სტაალი, რომელმაც მუხლი დაიზიანა. გარდა ამისა, ტერფის მოტეხილობის გამო "პიტსბურგმა" გაურკვეველი ვადით დაკარგა თავისი საუკეთესო სნაიპერი ჯეიმს ნილი. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 36 ქულაა (21+15), სტაალის მონაგარი კი 21 ქულას (15+6) შეადგენს.

ჯერჯერობით ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას "ფილადელფიას" ჩეხი ვეტერანი იარომირ იაგრი, რომელიც სამი იანვრის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა "რეინჯერსთან" "ზამთრის კლასიკის" დროს მიიღო ფეხის ტრავმა.

ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, იაგრი უკვე უნდა შეერთებოდა თავის გუნდს, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფორვარდის დაბრუნება ერთი-ორი კვირით გადაიდო. წელს იარომირმა 33 მატჩში 31 ქულა (12+19) დააგროვა.

წამყვანი მცველის გარეშე დარჩა "ვანკუვერი". "ბოსტონთან" მიღებული ტვინის შერყევის გამო შეწყვიტა რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლა სამი სალომ. შვედი ლეგიონერი ბრედ მარშანთან შეჯახებისას დაზიანდა, თუმცა ეს უკანასკნელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

სალომ ჩემპიონატში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 16 ქულით (6+10) დაეხმარა თავის გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა