ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხანდახან უნდა გაბედო...

ხანდახან უნდა გაბედო...

შაბათს იოჰანესბურგის "ელის პარკზე" ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალის საგზურისთვის პარაგვაის შეებრძოლება. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მუნდიალის ბოლო, მე-8 მეოთხედფინალისტია...

29 ივნისი. კეიპტაუნი. გრინ პოინტი. 66 500 მაყურებელი

ესპანეთი-პორტუგალია 1:0

ესპანეთი (4-4-2): კასილიასი - სერხიო რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (93. მარჩენა), ინიესტა - ვილია (88. პედრო), ტორესი (58. ლორენტე).

პორტუგალია (4-3-3): ედუარდო - რიკარდო კოშტა, კარვალიო, ბრუნო ალვეში, კოენტრაო - ტიაგო, პეპე (72. მენდეში), მეირელეში - სიმაო (72. ლიდსონი), ალმეიდა (58. დანი), კრიშტიანო რონალდო.

გოლი: 1:0 ვილია (63)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო (74), ტიაგო (80)

გაძევება: რიკარდო კოშტა (89)

მატჩი დაიწყო: ესპანეთი; დარტყმა: 19-9 (10-3); ჯარიმა: 13-18; კუთხური: 6-3; ბურთის ფლობა: 61%-39%.

არბიტრი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)

საინტერესო მომენტები

1' - ფერნანდო ტორესის დარტყმული ედუარდომ დიდებული ნახტომით კუთხურზე მოიგერია.

7' - ახლა დავიდ ვილიამ დაურტყა ედუარდოს სახიფათოდ, პორტუგალიელთა გოლკიპერი ისევ კარგად თამაშობს.

17' - კრიშტიანო რონალდოს დარტყმული კასილიასმა მოიგერია, უგო ალმეიდას დამატებულზე ისევ მეკარემ იყოჩაღა.

28' - რონალდომ საჯარიმო დაარტყა კასილიასს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ესპანეთის ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა.

39' - მეირელეშის ჩაწოდების შემდეგ ალმეიდამ ახლო მანძილიდან თავით ააცილა.

41' - კასილიასმა დროულად დაასწრო სიმაოს და ამით ნაკრები ხიფათისგან იხსნა.

43' - ტიაგომ თავური ააცილა კასილიასის კარს.

49' - ალმეიდას დარტყმული მუხლზე მოხვდა პუიოლს და კინაღამ კასილიასის კარში გავიდა.

60' - ახლადშემოსულმა ლორენტემ თავით ძალიან ახლო მანძილიდან დაარტყა, ედუარდომ გოლისგან იხსნა პორტუგალიის ნაკრები.

61' - ვილიას შორეული დარტყმა ედუარდომ მოიგერია.

63' - 1:0: სუფთა "ბარსელონური" კომბინაცია, ინიესტამ საჯარიმოში ბურთი ჩავის შეუგდო, რომელმაც ქუსლით მოძებნა ვილია, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერიამ, მაგრამ "ელ გუახემ" დაამატა, ბურთი ხარიხას მოხვდა და ისე შევარდა პორტუგალიელთა კარში.

70' - ინიესტამ მარჯვენა ფლანგზე რამოსი გაიყვანა, რომელმაც ვიზავი ჩამოიცილა და დაარტყა, ედუარდომ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

77' - ვილია-ედუარდოს მორიგი დუელი, ამჯერად პორტუგალიელი გამოვიდა გამარჯვებული.

87' - ვილიას ჩაწოდებულს თავით ოდნავ შეწვდა ლორენტე, მაგრამ ააცილა კარს.

89' - რიკარდო კოშტამ, მსაჯის აზრით, იდაყვი ჩაარტყა კაპდევილას, პორტუგალია 10 კაცით დარჩა მოედანზე.

სახალისო სტატისტიკა

დავიდ ვილია: კარისკენ 7 დარტყმა, 5 ზუსტი, 1 გოლი; 2-ჯერ დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ; 54-დან 41 ზუსტი პასი; 8 917 მეტრი გაირბინა.

ედუარდო: 9 სეივი, 1 ჩაჭრა; გაირბინა 4 452 მეტრი.

ყველაზე მეტი პასი: ბუსკეტსი (106)

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ბუსკეტსი (98)

ყველაზე მეტი ჩაწოდება: ჩავი (6)

ყველაზე მეტი გაირბინა: ჩავი (11 698)

ყველაზე სწრაფი: სიმაო (28,39 კმ/სთ)

შაბათს იოჰანესბურგის "ელის პარკზე" ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალის საგზურისთვის პარაგვაის შეებრძოლება. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მუნდიალის ბოლო, მე-8 მეოთხედფინალისტია, დავიდ ვილიას ერთადერთი გოლის წყალობით "ფურია როხამ" პორტუგალიური "სელეშაუ" დაამარცხა მეტად საინტერესო და ლამაზ მატჩში, ესპანელთა უპირატესობა აშკარა იყო და გამარჯვება დამსახურებული... ოღონდ, მას შემდეგ, რაც მოედანზე ახალგაზრდა ფორვარდი ფერნანდო ლორენტე ვიხილეთ.

ჩვენი აზრით, მატჩში გადამწყვეტი სწორედ ის მომენტი იყო, როცა დელ ბოსკემ გაბედა და ფერნანდო ტორესი (58-ე წუთი) შეცვალა. აქამდე ესპანელთა უპირატესობას თვალშისაცემი არ ერქვა, ხოლო პორტუგალია გაცილებით მწვავედ "იჩხვლიტებოდა". მიზეზი კი მარტივია, "ელ ნინიო" ძალიან ცუდ ფორმაშია და "ფურია როხა" ფაქტობრივად 10 კაცით თამაშობდა, ტორესმა პირველ წუთზე დაარტყა ძალიან სახიფათოდ და, სულ ეს იყო, მას მერე გუნდისთვის სახეირო არაფერი გაუკეთებია. შემოვიდა ლორენტე და პორტუგალიელ მცველებს საფიქრალი და სარბენი მოემატათ, ბასკი ბრწყინვალედ იჭერდა ბურთსაც და მცველებსაც, შესაბამისად პორტუგალიას შეტევაში ძალები მოაკლდა, ესპანელთა ნახევარდაცვამ კი ამ მომენტით ისარგებლა და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა მეტოქეზე და "ფურია როხა" მოედნის ნამდვილი ბატონ-პატრონი გახდა.

რაც მთავარია, ამ უპირატესობას მალევე მოჰყვა გადამწყვეტი გოლი, როგორც იქნა, ესპანელებმა გაარღვიეს პორტუგალიური დაცვის უკანასკნელი, მაგრამ ძალზე ჯიუტი რედუტი, რომელიც დანებებას არ აპირებდა - მეკარე ედუარდო. გოლი ძალიან ლამაზ კომბინაციას მოჰყვა, რომელიც სარაგბო ტერმინი, რომ გამოვიყენოთ, ესპანელთა შეტევის მორიგ ფაზას მოჰყვა - ინიესტამ საჯარიმოში მოძებნა ჩავი, რომელმაც კარგად დაინახა, როგორ შეიჭრა მარცხნიდან ვილია და ქუსლით გადააწოდა "ელ გუახეს", ესპანელთა ბომბარდირს ზედიზედ ორი ძლიერი დარტყმა დასჭირდა ედუარდოს ბარიერის დასაძლევად. ამის შემდეგ კი ესპანეთს დიდი ანგარიშით უნდა მოეგო, მაგრამ ვერ შეძლო ეს, რადგან პორტუგალიის ნაკრებს კარში ედუარდო ეყენა. მეორე ტაიმში სულ ჩაიკარგა პორტუგალიელთა ლიდერი რონალდო, რომელმაც ესპანელებს, კერძოდ, კასილიასს პირველ ტაიმში მრავალი თავსატეხი გაუჩინა.

ცოტა არ იყოს საეჭვო სიტუაციაში გააძევა მსაჯმა რიკარდო კოშტა, ძნელი სათქმელია, ჩაარტყა მან იდაყვი კაპდევილას, თუ ამ უკანასკნელმა "გააფორმა" - ტელეგამეორებებზე ეს კარგად არ ჩანდა.

საუკეთესო ფეხბურთელ(ებ)ი

დავიდ ვილია (ესპანეთი), ედუარდო (პორტუგალია)

ფიფას საიტმა საუკეთესო ფეხბურთელად ჩავი დაასახელა, ამ ნახევარმცველმა მართლაც კარგად ითამაშა, ბევრი "იმუშავა", გააკეთა ლამაზი საგოლე პასი, მაგრამ ჩვენ გვსურს, სხვა ფეხბურთელები გამოვარჩიოთ, თანაც ერთდროულად ორი - "ლელოს" აზრით, მატჩს ორი გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა, დავიდ ვილია და მეკარე ედუარდო. ჩვენ, სულ მცირე, 4-ჯერ გავხდით მათი დუელის მომსწრენი, თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ მოიგო, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მეოთხედფინალის საგზურისთვის. დავითვალეთ და ედუარდომ, სულ მცირე, 7-ჯერ იხსნა კარი აშკარა გოლისგან, ვილიაზე კი რა ვთქვათ, "ელ გუახე" მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და დამსახურებულადაც იბრძვის ბომბარდირობისათვის.

მატჩის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "როცა ჩვენ ასე ვთამაშობთ და ბურთს ვაკონტროლებთ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ლორენტეს შემოსვლა იყო გადამწყვეტი - მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია. ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უზარმაზარ რეზერვს ფლობენ. ჩვენ გვსურს მუნდიალის ისტორია ხელახლა დავწეროთ, ისტორია, სადაც ესპანეთი გამარჯვებული რჩება. ეს გრძელი ტურნირია და ჩვენ ამის გაკეთების თავი გვაქვს".

ნიკოლოზ ნეფარიძე

ბომბარდირები

4 - იგუაინი (არგენტინა), ვილია (ესპანეთი), ვიტეკი (სლოვაკეთი); 3 - ლუიშ ფაბიანო (ბრაზილია), მიულერი (გერმანია), სუარესი (ურუგვაი), გიანი (განა), დონოვანი (აშშ).

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს