მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ყაზახურ ალმატიში გასამართ ტურნირში ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) ტრავმის გამო მასტერსზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი დეკემბერში აზიურ ტურნეში მიღებული ტრავმაა - ცირეკიძემ კანოს მემორიალზე ადრე ნატკენი ნეკნი ისევ იტკინა და ნახევარფინალში საჭიდაოდ გასვლა ვერ შეძლო.

ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ზუსტად ერთ კვირაში ჩინურ ქინგდაოშიც შეუშალა ხელი "დიდ პრიზზე" ასპარეზობაში. ამის მიუხედავად, მაინც იმედოვნებდნენ, რომ სპორტსმენის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესი ნაყოფიერად წარიმართებოდა და ცირეკიძეც ვარჯიშს მალევე გააგრძელებდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ტრავმა არც ისე იოლი აღმოჩნდა და ოლიმპიურ ჩემპიონს მოსალოდნელზე ბევრად სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

ამ ეტაპზე არც ისაა ცნობილი, როდის გააგრძელებს ვარჯიშს ცირეკიძე.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასტერსის ტურნირი 14-15 იანვარს ყაზახურ ალმატიში იმართება. იქ მონაწილეობა რეგლამენტირებულია - ამის უფლება მხოლოდ მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო 16 ძიუდოისტს ეძლევა, თუმცა მასპინძელსაც შეუძლია მონაწილის გაყვანა. ამასთან, თუ ტოპ-16-ის რომელიმე წევრი იაურებს იქ ჭიდაობას, მაშინ მომდევნოს მიიწვევენ, თუმცა სათადარიგოთა სიაც ლიმიტირებულია - 2 კაცი.

ჩვენგან მასტერსზე გამოსვლის უფლება სულ ოთხმა კაცმა მოიპოვა - ცირეკიძემ, ამირან პაპინაშვილმა (60), ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ლომერ ჟორჟოლიანმა (100), თუმცა ხვალ ყაზახეთში მხოლოდ სამეული გაემგზავრება პირდაპირი რეისით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tiko
ძალიან ცუდია:(
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა