"დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე "დინამოს" მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებამდე, თბილისის "დინამო" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს გარსიამ, "დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- როგორ დაისვენეთ ?

- ყოველთვის სასიამოვნოა ოჯახთან ერთად გატარებული დრო. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემმა უმცროსმა შვილმა უკვე სიარული დაიწყო, შემდეგ ჩასვლაზე ალბათ ლაპარაკსაც დაიწყებს. გუნდი ზეგ მიემგზავრება უცხოურ შეკრებაზე და მსურს შეკრებამდე თქვენს ყველა კითხვას გავცე პასუხი.

- ახალწვეულებზე რას გვეტყვით ?

- გუშინ 2012 წლის პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. მწვრთნელები საახალწლო არდადეგებამდე ჩვენს პრეზიდენტს და დირექტორს შევხვდით. ჩვენი მიზანი კონკურენტუნარიანი გუნდის გაკეთება არის და შესაბამის ტრანსფერებზე მუშაობა გასულ წელსვე დავიწყეთ. გუშინ გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია ოფიციალურად დაგვემატნენ. ეს ის მოთამაშეები არიან, რომელთაც დიდი ხნის მანძილზე ვადევნებდით თვალ-ყურს და ვგონებ, მათ ჩვენი გუნდის სერიოზულად გაძლიერება შეუძლიათ.

- ჩემპიონატის პირველ ეტაპს როგორ შეაფასებდით ?

- ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი სტაბილური თამაში იყო, არასტაბილურად გამოვედით. სეზონის პირველ ნახევარში სამწუხაროდ არ გამოვიდა სასურველი თამაშის ჩვენება, თუმცა გვქონდა პლიუსებიც და ვიმედოვნებ, რომ მეორე ეტაპზე შედეგებსაც გავაუმჯობესებთ.

- დინამოს საუკეთესო პირობები აქვს. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მთავარ მიზეზად რას მიიჩნევთ ?

- მთავარი ალბათ მაინც არასტაბილური გამოსვლაა. ჩემი აზრით პირველ ნახევარშიც გვქონდა კარგი თამაშები. მაგალითად "ზესტაფონთან" 65 წუთი კარგად ჩავატარეთ და დაწინაურებაც შეგვეძლო, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში 5 გოლი გავუშვით.

- არის თუ არა ჩემპიონობის შანსი ?

- ჩემპიონობის შანსი ბუნებრივია არის, ტრადიციულად ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ და ჩემპიონებიც გავხდებით.

- საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა დაცვის გაძლიერება ?

- ის, ვინც, "დინამოს" თამაშებს თვალ-ყურს ადევნებს, დაინახავს, რომ ჩვენი პირველი შემტევი ამპლუით მეკარე - გიორგი ლორია არის და უპირველესი, ვინც დაცვით ფუნქციებს ასრულებს - თავდამსხმელი. უკანა ხაზში დაშვებულ შეცდომებს, მხოლოდ მცველებს ვერ დავაბრალებთ. წინ დაკარგულ ბურთზე პასუხი მხოლოდ დაცვის ხაზმა არ უნდა აგოს.

- რამდენად მართებული იყო ზოგიერთ შემთხვევაში წარუმატებლობის მოედნის ხარისხზე და მსაჯობაზე გადაბრალება ?

- სამწვრთნელო შტაბის წევრები მოედნებზე და მსაჯებზე კომენტარის გაკეთებისას, არანაირად არ ვცდილობდით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. როდესაც ვაგებთ, პირველ რიგში ჩემი დანაშაულია, რადგანაც მე ვარ გუნდის მთავარი მწვრთნელი და პასუხს მე ვაგებ.

- ვინ მუშაობს კლუბში სელექციის მიმართულებით ?

- ჩემი აზრით, გუნდში კონკურენცია არ იყო სასურველ სიმაღლეზე, რაც გარკვეულწილად შედეგებზეც აისახა. თუ რომელ პოზიციაზე სჭირდება გუნდს გაძლიერება, ამას ჩემზე უკეთ ვგონებ ვერავინ ხვდება. ცხადია ვიცით რა აკლდა გუნდს, მაგრამ მოგეხსენებათ, ახალი მოთამაშის მოყვანას სატრანსფერო ფანჯარამდე ვერ შევძლებდით. სპორტულ დირექტორთან ერთად კოლეგიალურად ვმუშაობთ და სავარაუდო ტრანსფერებსაც ერთად განვიხილავთ ხოლმე.

- პოტენციურ ახალწვეულებზე რას გვეტყვით ?

- მოგეხსენებათ, რომ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ დადებითად დავასრულებთ მოლაპარაკებებს გოგიტა გოგუასთან და ვგონებ, შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნება. ამ ზამთარს სავარაუდოდ დავიმატებთ ერთ ესპანელ საყრდენ ნახევარმცველს, რომელმაც უკანასკნელ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა ზელანდიური ოკლენდის რიგებში.

fcdinamo.ge

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს