ლეგენდარულმა იტალიელმა მოტომრბოლმა, "დუკატის" წევრმა, ვალენტინო როსიმ სამომავალო გეგმებზე ილაპარა
ლეგენდარულმა იტალიელმა მოტომრბოლმა, "დუკატის" წევრმა, ვალენტინო როსიმ სამომავალო გეგმებზე ილაპარა.

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. ასევე მან არ გამორიცხა მოტოგრანპრიში კარიერის დასრულების შემდეგ DTM-ის სარბოლო სერიაში გამოსვლა.

"სცენარი ისეთია, რომ სეზონის მსვლელობისას სულ უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები, რადგან თითქმის ყველა პილოტს უმთავრდება კონრაქტი, ასე რომ, სიტუაცია ძალიან აირევა. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ამ მომენტისთვის არაფრის თქმა არ შემიძლია მოტოგრანპრიში ჩემს მომავალ კარიერაზე. მინდა "დუკატისთან" ერთად რაიმე მოვიგო და შემდეგ გავჩერდები. შესაძლოა, ეს ყველაფერი მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში მოხდეს. არსებობს მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტებიც.

ვფიქრობ, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სეზონის მსვლელობისას დაიწყება, რადგან ყველას გვინდა ვიცოდეთ, რას გავაკეთებთ 2013 წელს. არ მინდა ჩემი კონტრაქტის დეტალებზე ბოლო მომენტში ვიფიქრო, რადგან შეიძლება ამ შემთხვევაში კონცენტრაცია დაიკარგოს და ამან ხელი შემიშალოს ტიტულისთვის ბრძოლაში. ასე რომ, მომავალი ნაადრევად უნდა დაგეგმო.

მე ავტომობილების დიდი ფანი ვარ და ავტორბოლებში გამოსვლის გამოცდილებაც მაქვს - 2006 წელს "მერსედესის" მანქანით მივიღე მონაწილეობა DTM-ის სერიაში. ეს არის ფანტატისკური მანქანა, რომლის საჭესთანაც კი ოდესმე ვმჯდარვარ. ასე რომ, სიამოვნებით ვცდიდი ძალებს DTM-ში. მაგრამ ეს მხოლოდ მოტოგრანპრიში კარიერის დასრულების შემდეგ მოხდება", - ამბობს როსი Autosport-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა