ფიფას გალა-ცერემონიალის შემდეგ ახალგაზრდა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
ფიფას გალა-ცერემონიალზე 19 წლის ბრაზილიელი ნეიმარი ახალი სახეა, თუმცა, ვეჭვობთ, რომ "სანტოსის" ფორვარდი მომავალში უფრო ხშირად გამოჩნდება აქ.

ორშაბათს მან პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო 2011 წლის საუკეთესო გოლის გატანისთვის. ფიფას ვებ-გვერდზე მისი გოლი 1,5 მილიონმა ადამიანმა მიიჩნია საუკეთესოდ.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა თქვენი გვარი გამოაცხადეს?

- ეს ნამდვილი შოკი იყო. ძალიან მიხარია, რომ პრიზი მე დამრჩა. მადლობელი ვარ ჩემი თანაგუნდელების, რომელთაც წლის განმავლობაში დიდი წვილილი გაიღეს ჩემი წარმატებისთვის. მადლობა კოლეგებს, მეგობრებს, ოჯახსა და ღმერთს.

- მოდი, გავიხსენოთ თქვენი გოლი...

- ვფიქრობ, ასეთი ლამაზი გოლი არასოდეს გამიტანია. მარცხენა ფლანგზე მივიღე ბურთი, ორი მეტოქე ჩამოვიცილე და თანაგუნდელი მოვძებნე. ბრწყინვალე "კედელი" გავითამაშეთ, შემდეგ კი კიდევ ორ მეტოქეს გავცდი და დავარტყი. ვფიქრობ, კარგი მოძრაობა იყო.

- თქვენ "სანტოსში" დარჩით და ევროპულ შემოთავაზებებზე უარი თქვით, რატომ?

- ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ახლა არ იყო დროული ჩემი ევროპაში წასვლა. ძალიან მიყვარს სამშობლოში ყოფნა და "სანტოსში" თამაში. 2012 წელს კი მინდა წარმატებას "სანტოსთან" ერთად მივაღწიო.

- 2014 წლის მუნდიალზე თუ აპირებთ ასეთი გოლის გატანას?

- ჯერ იქამდე დიდი დროა. ძალიან ბევრს ვიშრომებ, რომ უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი პიროვნება გავხდე. მუნდიალზე კი ბევრს ვოცნებობ, ის ხომ ჩემს ქვეყანაში გაიმართება.

- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ისევ ლიონელ მესი აირჩიეს. თუ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

- დიახ, ორი ხელით. ეჭვსგარეშეა - მესი საუკეთესოა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი დიდი ფანი ვარ. ვულოცავ ლეოს ამ დიდ წარმატებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა