სერბმა გულშემატკივრებმა სამშობლოში დაბრუნებული გიორგისადმი თბილი სიტყვები არ დაიშურეს
შეხსენებით დავიწყებთ: გიორგი მერებაშვილს ნოვი სადის "ვოივოდინასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებოდა, სერბებიც არ გაჯიუტდნენ და უფულოდ დარჩენას მცირე თანხის მიღება ამჯობინეს. შედეგად, მერებაშვილმა თბილისის "დინამოსთან" 1+2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ტრანსფერმა "ვოივოდინას" გულშემატკივრებისა და სერბული საფეხბურთო სამყაროს ინტერესი გამოიწვია. იქაური სააგენტო "ნოვოსტის" ცნობით, ქართულმა მხარემ ტრანსფერი 700 000 ევროდ გამოისყიდა, ნოვისადელების ოფიციალური ვებგვერდი კი სხვა ინფორმაციას აქვეყნებს:

"კლუბის თეთრ-წითელი ფორმით გატარებული ორი სეზონის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი მშობლიურ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა.

"ვოივოდინას" გენერალურმა დირექტორმა რადისლავ რაბრენოვიჩმა დაადასტურა, რომ "დინამოსთან" შეთანხმება შედგა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 300 ათასი ევროს გადახდას დათანხმდა. ამავე დროს შეთანხმდნენ, რომ ქართული კლუბი მერებაშვილს სერბეთის სხვა კლუბში არც გაყიდის და არც იჯარით გაუშვებს.

თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მას ძალიან სურდა მშობლიურ კლუბში დაბრუნება, სადაც დიდი მიღწევები ჰქონდა. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა თბილისის "დინამოს" შეთავაზებული პირობები - არაოფიციალური მონაცემებით, "დინამო" მერებაშვილს 20 ათას ევროს გადაუხდის პრემიების ჩაუთვლელად" - წერს "ვოივოდინას" ოფიციალური ვებგვერდი.

ამ ინფორმაციის გადამოწმება არც გვიცდია, რადგან ფეხბურთელის ხელფასი ჩვენთან გასაიდუმლოებულია და არავინ გვეტყოდა, გიორგის 20 ათასი ევრო დაუნიშნეს, დოლარი თუ ტუგრიკი.

საყურადღებო აქ თავად ფაქტია: ქართული კლუბი საკუთარ თავს ასეთი სოლიდური ხელფასის გაცემის უფლებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს მოვლენაა და ვისურვებდით, რომ ყველა ქართულ კლუბს ასე დაეფასებინოს თავისი მოთამაშეები და არა ისე, ახლა რომ არის მიღებული - ნაკრების წევრებსაც კი მაქსიმუმ 1500 დოლარს რომ უხდიან. მცირე ხელფასით საქართველოში ძლიერ ფეხბურთელებს ვერ შევინარჩუნებთ და ჩემპიონატის საერთო დონეც არ ამაღლდება.

ის არგუმენტი, რომ გამორჩეულთათვის ხელფასის მომატებით მადა სხვებსაც გაეზრდებათ, არადამაჯერებელია - იაფად მხოლოდ "ხრუშჩოვკები" შენდებოდა, ამბიციურ კლუბს კი პირობებიც ამბიციური მოეთხოვება. ამავე დროს, ძვრადღირებული მოთამაშეების ჩამოყვანით ჩვენს ჩემპიონატს ფასი დაედება.

აქვე ვიტყვით, რომ "ვოივოდინას" გულშემატკივარი მერებაშვილს ძალიან ემადლიერება. როდესაც კლუბის ვებგვერდმა 25 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის წასვლის ამბავი დაადასტურა, სასიამოვნო იყო ამაზე სერბების გამოხმაურებების წაკითხვა:

- მერებ, მადლობა ყველაფრისთვის. ჯანმრთელად იყავი, წარმატებები კი თავისთავად მოვა. ჩამოდი 16 მაისს ნოვი სადში, როდესაც "ვოივოდინას" დიდ წარმატებას აღვნიშნავთ. გელით!

- გიორგი, შენი დაბრუნების იმედი მაქვს, თუნდაც ეს კარიერის დასასრულს იყოს!

- დიდი ხანია, "ვოივოდინას" ფეხბურთელი ისე არ მყვარებია და არ დამიფასებია, როგორც მერებაშვილი. კარიერის წარმატებით გაგრძელებას გისურვებ.

- გული მწყდება, ჩვენს ფორმას რომ ვეღარ მოირგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
sporti, კარგი რა ძმა, შენ გჯერა მაგი რომ მერებას 20 000 აქვს თვეში? რაც შეეხება შენს მიერ ნახსენებ ბიუჯეტს-საშემოსავლოს სახით, ეს ერთი ადამიანის ხელფასით არ განისაზღვრება, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც კოლექტივი, მათი საერთო ჯამი (ადამიანების და თანხაც) მაგრამ არა ამ შემთხვევაში, რადგან როგორც შენ ახსენე, დინამო კერძო კლუბია და არა შსს-სი როგორც ადრე, ამიტომ აქ ბევრი ნიუანსია ძმა. ღმერთმა ქნას, მიეცეთ ოციც და ორმოციც, მაგრამ არა მგონია და ალბათ ბევრი დამეთანხმება...აგერ dinamo-ს კომენტარიც, ახლო ნათესავის...
mesi
მერებაშვილი კარგი ბიჭია თუ თავში არ აუვარდა ეგ ხელფასი-კიდევ ბევრი მოიყვანეთ ბევრი მიეცით ხელფასები.ჩახვალთ მერე ზესტაფონში წააგებთ 5-1 -ს და დაიწყებთ ახალი გუნდის კეთებას!!
dinamo
რატომ იტყუებით ნამდვილად არ აქვს გიორგის 20000 ევრო ხელფასი (გიორგის ახლო ნათესავი ვარ) იმასაც ვიტყვი რომ ბევრად ნაკლები აქვს მაგრამ საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდი ხელფასი.
sporti
დევიდ აირონს..ეგრეც არ არი, დინამო კერდზო მფლობელობაშია და ხელფასის სიმაღლე ქვეხნის სიდუხჭირესთან არანაირ კავშირში არ არის და რაც შეეხება მაღალ ხელფასს რაც უფრო მაღალი იქნება ხელფასი მით მეტი ფული შევა ბიუჯეტში საშემოსავლოს სახით
დევიდ აირონს
20 000... ეს საქართველოს კვალობაზე ძალიან დიდი ფულია ფეხბურთელისთვის... გასაგებია, ავტორს სურს, (როგორც ჩვენ ყველას) ჩემპიონატის დონის ამაღლება და კარგი ფეხბურთელების მოწვევა, მაგრამ საკითხს საქართველოს "დონით" შევხედოთ... დღეისათვის საქართველოში არცერთი არაა ტოპ-ფეხბურთელი და აქედან გამომდინარე 1500 დოლარიც თვეში ნორმალური თანხაა! და მეორეც- ალბათ უფრო მნიშვნელოვანი: ქვეყანაში სიდუხჭირე მძვინვარებს, ლტოლვილთა რაოდენობა 1/2 მილიონს აღწევს, დაკარგულ (დასაბრუნებელ!) ტერიტორიებზე რომ არაფერი ვთქვათ... აქედან გამომდინარე, 20 000 ზღაპრული თანხაა და რატომ უნდა ჰქონდეს სპორტსმენს (ოლიმპიური და ჩემპიონატების გამარჯვებულთა გამორიცხვით) ჯარისკაცზე, ექიმზე აკადემიკოსზე მეტი???
kapo
ისე ექნება ხელფასი 20 000 ევრო, როგორც 700 000 გადაიხადეს მასში
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა