ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვალერი ლიპარტელიანი: ოლიმპიადაზე შეცდომის უფლება არავის აქვს

ვალერი ლიპარტელიანი: ოლიმპიადაზე შეცდომის უფლება არავის აქვს

ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ბაკურიანულ შეკრებაზე და სხვა თემებზეც საუბრობს

დეკემბერში ძიუდოში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) მძიმეწონოსან ნოდარ მეტრეველთან ერთად საკუთარი ხარჯით ბაკურიანში წავიდა შეკრებაზე, სადაც 11 დღე ივარჯიშა.

სპორტსმენს ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმ არასახარბიელო ვითარებამ აიძულა, რაზეც "ლელოც" არაერთხელ მიუთითებდა - მასტერსზე მოჭიდავე ოთხეული, პრაქტიკულად, საბაზო შეკრების გარეშე რჩებოდა. იმათგან დეკემბერში იაპონიაში მხოლოდ ამირან პაპინაშვილი (60) იყო წასული, თუმცა ისიც დაშავდა და ნაადრევად დაბრუნდა სამშობლოში.

ლიპარტელიანს, ირაკლი ცირეკიძესა და ლომერ ჟორჟოლიანს (ორივე - 100) კი არც იქ წასვლა მოუწიათ და არც ავსტრიულ მიტელსილში, სადაც ანალოგიურ შეკრებას ამჟამად გადის ჩვენი გუნდი. ნაკრების თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ესენი იმიტომ არ წაიყვანა, რომ მასტერსის გამო შუა შეკრების მიტოვება და ავსტრიიდან ყაზახეთში გადაფრენ-გადმოფრენა მოუწევდათ.

ლიპარტელიანმაც გადაწყვიტა, ისევ თვითონ ეშველა საკუთარი თავისთვის და ბაკურიანში წავიდა, თუმცა იყო სხვა მიზეზიც - ფეხის ტრავმის გამო ლეიბზე სრულად ვერ იტვირთებოდა და გადაწყვიტა, ეს დრო უფრო ნაყოფიერად იმაში გამოეყენებინა, რის საშუალებასაც ჯანმრთელობა აძლევდა.

ბოლო დროს თვითნებური სავარჯიშო გეგმები ჩვენს გუნდში ცუდ ტრადიციად დამკვიდრდა, თუმცა მსოფლიოს ბოლო პირველობის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ამან გაამართლა კიდეც. ლიპარტელიანს ამ დღეებში ძიუდოს აკადემიაში გამართულ ვარჯიშზე შევხვდით და არა მხოლოდ ბაკურიანულ შეკრებაზე, სხვა თემებზეც ვესაუბრეთ. ის დღეს დილით მიფრინავს ალმატიში მასტერსზე. საბედნიეროდ, ფეხი უკვე აღარ აწუხებს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ნატკენი თითი კი ჯერ ისევ შესიებულია და აწუხებს.

- ბაკურიანში შეკრებაზე ასე ეულად წასვლა რამ განაპირობა?

- დეკემბერში იაპონიაში შეკრებაზე წასვლა ფეხის ტრავმის გამო ვერ მოვახერხე. ამიტომ საბაზო ტიპის ვარჯიშების საჭიროებასაც ვგრძნობდი და თან ლეიბზე ფეხის გამო სრულად ვერც ვიტვირთებოდი. ამიტომ გადავწყვიტე ბაკურიანში წასვლა. მინდოდა, ცოტა დამესვენა კიდეც და თან მევარჯიშა, რამდენადაც ფეხი მომცემდა საშუალებას. იმის მიუხედავად, რომ ბაკურიანში მხოლოდ 11 დღე ვიყავი, ვფიქრობ, მაინც კარგი იყო, თუნდაც იქაური ჰაერიდან გამომდინარე. ბაკურიანში ნაკლები დატვირთვით უფრო მეტად იღლები და აქ რომ ჩამოდიხარ, თავს თავისუფლად გრძნობ და სუნთქვა გაუმჯობესებულია.

- მწვრთნელისა და გუნდის გარეშე ვარჯიში იოლიც არ იქნებოდა.

- ცხადია, არ იყო იოლი, მაგრამ, როცა ოლიმპიადისთვის ემზადები და კონკრეტული მიზანიც გაქვს, მაშინ შენს თავს აღარ ეკუთვნი. თან ძალიან ბევრ მწვრთნელთან მივარჯიშია, მახსოვდა მათი საწვრთნო სისტემა, უკვე არც დამწყები ვარ და ვიცი, რაც მჭირდება. ბუნებრივია, მწვრთნელი ჩემთვისაც საჭიროა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ეს 11 დღე საკუთარ თავს მოვთოკავდი და საჭიროებისამებრ ვიმუშავებდი. ეს შევძელი და ამიტომ ვფიქრობ, რომ წასვლა მაინც ნაყოფიერი იყო.

- რამდენადაც ვიცი, სპორტსმენები ბაკურიანში ითხოვდნენ შეკრებას, თუმცა ბოლოს მაინც ავსტრიული ვარიანტი გადაწყდა. შედეგად, რაღაც ისე გამოვიდა, რომ გუნდი გაყოფილი დარჩა.

- ბაკურიანის შეკრებაზე მართლაც იყო ლაპარაკი, მაგრამ როგორც ვიცი, ამაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა თქვა უარი, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. მოგვიანებით ფინანსებთან დაკავშირებითაც გაჩნდა პრობლემები და ამიტომ არ მოხერხდა.

- თუმცა ავსტრიისთვის ხომ გამოინახა თანხა, რაც უფრო მეტიც დაჯდებოდა?

- რამდენადაც ვიცი, ეს თანხა წლევანდელი ბიუჯეტიდან გამოიყო, მაშინ კი მასზე არ იყვნენ ჩამოყალიბებულები.

საერთოდ, სავარჯიშო სისტემაზე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ვამბობ, რომ გარკვეული კორექტივებია შესატანი როგორც ფიზმომზადების, ასევე - ლეიბზე ვარჯიშის თვალსაზრისით. თითოეულ სპორტსმენთან ინდივიდუალური ჩარევაა საჭირო, რადგან ძიუდო სპეციფიკური სპორტია.

ვფიქრობ, ყველა ძიუდოისტს, რომელიც ნაკრებშია და ოლიმპიადისთვის ემზადება, რაღაც დოზით თავის თავზე მუშაობის საშუალებაც უნდა მიეცეს. გამოცდილება და საკუთარი აზრი ყველას აქვს, რომელიც უნდა განიხილონ მაინც თუ არ გაითვალისწინებენ, მარტო ერთი კაცის აზრი არ უნდა იყოს გადამწყვეტი. არ მიმაჩნია სწორად, რომ მხოლოდ ერთ გზას დაადგე და წახვიდე. ძიუდო ისეთი რამეა, მსგავსი საკითხები ერთობლივი შეთანხმებით უნდა წყდებოდეს.

- მსოფლიოს პირველობის შემდეგ გვეუბნებიან, რომ შეიცვალა ეგ მიდგომა და ნუთუ არაფერი შეცვლილა?

- მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ მქონია ნაკრებთან ისეთი ინტენსიური შეხება, როგორც მსოფლიომდე - არც ერთ ერთობლივ შეკრებაზე არ ვყოფილვარ, თითქმის სულ ფედერაციის დარბაზში მიხდება ვარჯიში. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, შეიცვალა თუ არა რამე, თუმცა მართლაც გვპირდებიან, რომ იქნება ინდივიდუალური მიდგომები, ოღონდ რამდენად განხორციელდება, ვერ გეტყვით.

- აქაც ხომ ზაიზენბახერის დატოვებული გეგმით ემზადებით, არის მასში ცვლილებები ადრინდელთან შედარებით?

- ცვლილებები მართლაც არის და დატვირთვებიც შემცირდა. მაგალითად, ადრე თუ 10 შეხვედრას ვჭიდაობდით გადაბმულად, ახლა 5-ს ვმართავთ, ჩოქბჯენში 7-დან 4-ზე ჩამოვედით, ვმუშაობთ სისწრაფეზე, ჩვენი ილეთების დასამუშავებლად ყოველი ვარჯიშის შემდეგ 20-20 წუთი გვეძლევა... ვფიქრობ, ადრინდელთან შედარებით ახლა უფრო ნორმალური ვითარებაა და მდგომარეობა მართლაც გამოსწორდა, მაგრამ შეკრებაზე რა ხდება, არ ვიცი.

- მსოფლიოს შემდეგ მოიგეთ აბუ დაბის "დიდი პრიზი", სადაც ახლებური, უფრო მრავალფეროვანი ჭიდაობა გამოგივიდათ. თუმცა სტილის შეცვლის იმედი მომდევნო, ამსტერდამის ტურნირზევე გაქრა. ამას რით ახსნით?

- მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ერთი პერიოდი საერთოდ არ ვვარჯიშობდი, ხოლო მერე ჩემით ვემზადებოდი. თან ისე, რომ შტანგაზე საერთოდ არ მივსულვარ. ერთი სიტყვით, მსოფლიოს შემდეგ დავისვენე და ისე წავედი აბუ დაბიში, სადაც გავიმარჯვე კიდეც. ჰოლანდიაში კი მეოთხედფინალში უფრო ჩემი ელემენტარული შეცდომით წავაგე რუს კირილ დენისოვთან და საბოლოოდ მეხუთეზე დავრჩი.

- მსგავსი ელემენტარული შეცდომით არაერთხელ წაგიგია, რასაც მწვრთნელები დაუღვინებელი ხასიათით და სისწრაფით ხსნიან. არადა, არაა ეს მოუგვარებელი პრობლემა.

- ყველა ადამიანს თავისებური ფსიქოლოგია აქვს და ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ვფიქრობ, ოლიმპიადამდე საკმაო დროა და ამ პრობლემის მოგვარება მართლაც შეიძლება. ოლიმპიადა მთავარი შეჯიბრებაა და იქ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ტურნირებზე კი ეს შესაძლებელია.

- ახალ საჭიდაო სტილს, ახლებურ წესებს აუღეთ ალღო?

- ახალ სტილზე გადართვის გარდა, სხვა გზა არაა, რადგან ბევრი ისეთი რამე ამოიღეს, რაც ჩემთვის წარმატების საწინდარი იყო. მაგალითად, ფეხში შესვლა, რასაც მერე ძალიან ბევრ ილეთს ვაბამდი. ახალი წესებით ახლა სულ ზევიდან მიწევს ჭიდაობა, რაც ჩემთვის ცოტა რთულია, მაგრამ უკვე მივეჩვიე და იმდენად აღარ მიჭირს. ვფიქრობ, ეს წესები უფრო იაპონელებისთვისაა მისაღები, რაც შედეგებსაც დაეტყო - თითქმის ყველა შეჯიბრებაში ისინი დომინირებენ. ჩემი აზრით, არ უნდა შეეცვალათ წესები - ადრინდელი ძიუდო უფრო ლამაზი და სანახაობრივი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება, არ დამეთანხმოთ.

- თუმცა წონაში ამ რეფორმებამდეც გამოიკვეთა თქვენთვის სტრატეგიულად უხერხულ მეტოქეთა ჯგუფი, რომლებთანაც ლამის მუდმივად აგებთ. მათზე საგანგებოდ თუ მუშაობთ მწვრთნელებთან ერთად?

- ამ საკითხზე ნაკრებში კონკრეტული მუშაობა არ ხდება. არადა, საჭიროა. არსებითად, უკვე ცნობილია სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა ოლიმპიადაზე და ვიცით, ვინ რას წარმოადგენს. არც ერთი არაა დაუმარცხებელი, მაგრამ მათზე პერსონალურად მუშაობა მართლაც აუცილებელია.

- თუმცა ეს თავადაც შეგიძლია გააკეთოთ საკუთარ თავზე მუშაობით - კომპიუტერიც კარგად იცი და ინგლისურიც, სხვისი დახმარება არც დაგჭირდება.

- ჩემს თავზე კი ვმუშაობ - ვისთანაც მიჭირს ჭიდაობა, ყველას შეხვედრებს ვაკვირდები, მაგრამ დახმარება მაინც საჭიროა.

- პირადი მწვრთნელი გურამ მოდებაძეა, თუმცა ბორის ფირცხელიანსა და შოთა ხაბარელსაც დიდი ამაგი აქვთ თქვენზე. ამჟამად ძირითადად ვისთან ვარჯიშობთ?

- ისევ იმავე მწვრთნელებთან, ვისთანაც ადრე მქონდა ურთიერთობა - ხაბარელსაც ხშირად ვეხმიანები, მოდებაძესთანაც მივდივარ "შევარდენის" დარბაზში, აქ კი ნაკრებთან ვარჯიშისას ფირცხელიანის მეთვალყურეობით ვემზადები, თუმცა ყურადღებას ნაკრების არც სხვა მწვრთნელები მაკლებენ. ცხადია, ზაიზენბახერსაც ვეკითხები რჩევებს და ისიც მეხმარება.

- თქვენი უახლოესი მეგობრის - ზურაბ ზვიადაურის სპორტში დაბრუნების შესახებ რას იტყვით?

- ჩვენ მართლაც ახლო მეგობრები ვართ და მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩემთვისაც კარგია, რადგან კონკურენცია გაიზრდება და მოდუნების საშუალება არ მექნება. ყველას კარგად გვახსოვს მისი ბრწყინვალე გამარჯვება ათენში, მისგან ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ და გამიხარდება, შედეგს ისევ თუ გაიმეორებს.

- წინა წლებში მან ერთგვარი შეფობაც აიღო თქვენზე და რამდენიმე მეგობართან ერთად საგანგებოდ გავარჯიშებდა. როგორ ფიქრობ, გასწავლა ხეზე ასვლა?

- მასწავლა თუ არა, ეს პირადად მას უნდა ვკითხოთ (იცინის), ისე კი გამოჩნდება, სადმე თუ შევხვდით ერთმანეთს. თუმცა ვიმეორებ, რომ მოხარული ვარ სპორტში მისი დაბრუნებისა. სხვათა შორის, მე თავის დროზეც ვურჩევდი, არ წასულიყო ძიუდოდან, რადგან ეს ნაადრევად მიმაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kopala

ვალერი გივისთან მიდი ხოლმე კახაბრიშვილთან,ეგ კაცი ხომ იცი ძიუდოში პროფესორია,ბეჭდაუდებელი ფალავანი იყო 60 იან წლებში და ქართული ჭიდაობის ბევრი საიდუმლო იცის რაც ძიუდოში ძალიან წაგადგება

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია