ბოლო დღეებში აქტიურობა გერმანული "ვოლფსბურგიდან" მოსკოვის არმიელთა გუნდმა გადაიბარა
ზოგადად, ზამთრის სატრანსფერო სეზონი მოვლენებით ისეთი დახუნძლული ვერაა, როგორც ზაფხულისა. თუკი ზაფხულში კლუბები ყველაფერს თავიდან გეგმავენ, შუა სეზონში მათ მხოლოდ აუცილებელი კორექციები შეაქვთ. ამის გათვალისწინებითაც კი, სატრანსფერო სეზონის პირველი მესამედი ვერ გამოვიდა საინტერესო. ბოლო დღეებში აქტიურობა გერმანული "ვოლფსბურგიდან" მოსკოვის არმიელთა გუნდმა გადაიბარა.

შეგახსენებთ, რომ "ვოლფსბურგის" თავკაცი ფელიქს მაგათი "მგლებს" თავის ჭკუაზე "აშენებს", მან უკვე ლამის ნახევარი გუნდი იყიდა - ჯამში 7 ფეხბურთელი, რომელთა სანაცვლოდაც ჯამში 22,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცსკა-მ 9 იანვრისთვის ორი ფეხბურთელი დაიბევა, თუმცა ჯამში საკმაოდ, 8 მილიონი ევრო გაიღო. ამიერიდან მოსკოვური კლუბისთვის გაირჯებიან 19 წლის ნიგერიელი ფორვარდი აჰმედ მუსა "ვენლოდან" და 25 წლის შვედი ნახევარმცველი პონტუს ვერნბლუმი "ალკმაარიდან". აფრიკელში რუსებმა 5 მილიონი გაიღეს, სკანდინავიელი კი მათ 3 მილიონი დაუჯდათ.

აჰმედ მუსა 4,5 წლით დარჩება ცსკა-ში, ხოლო პონტუს ვერნბლუმი - 3,5-ით. "ცსკა-ს სასარგებლოდ არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ შანსი მომეცემა ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირებში მივიღო მონაწილეობა. რუსეთში კარიერა კი ჩემპიონობის მოპოვებით მინდა დავიწყო", - თქვა მუსამ, რომელმაც ამ სეზონში "ვენლოს" მაისურით 14 თამაშში 3 გოლი გაიტანა. რუსები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ, რიგში "ჩეზენას" 26 წლის კაპიტანი მარკო პაროლოა.

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა

08.01 ჰანო ბალიტში (გერმ) ლევერკუზ. ნიურნბერგი თავ აგენტი

08.01 ერმინ ბიჩაკჩიკი (ბოსნ) შტუტგარტი ბრაუნშვაიგი უცნობია

09.01 კეკო (ესპ) კატანია გროსეტო იჯარა

09.01 ფაბიო სკიაკა (იტა) კატანია გროსეტო იჯარა

09.01 ბრიან კარასკო (ჩილე) აუდაქსი უდინეზე იჯარა

09.01 სოდინია (ბრა) უდინეზე სეარა უცნობია

09.01 სკოტ ალანი (შოტლ) დანდ.იუნ. ვესტ ბრომვ. 500 ათ.

09.01 ალექსანდერ რინგი (ფინ) ჰიკ გლადბახი იჯარა

09.01 ფალუ დიანე (სენ) მეცი ფრაიბურგი 500 ათ.

09.01 იბრაჰიმ სისოკო (კოტ) აკადემიკა ვოლფსბ. 1,5 მლნ.

09.01 თომას კაჰლენბერგი (დან) ვოლფსბ. ევიანი იჯარა

09.01 ნიკოლას ბოვი (იტა) რეჯინა კალიარი გაცვლა

09.01 სესარ მესა კოლი (პარ) ჩეზენა ალავესი იჯარა

09.01 ემილიანო ალფარო (ურუ) ლივერპული ლაციო 3 მლნ

09.01 პონტუს ვერნბლუმი (შვედ) ალკმაარი ცსკა 3 მლნ

09.01 აჰმედ მუსა (ცსკა) ვენლო ცსკა 5 მლნ

09.01 კენეტ ომერუო (ნიგერია) სტანდარდი ჩელსი უცნობია

10.01 კენერ ომერუო (ნიგ) ჩელსი დენ ჰააგი იჯარა

10.01 იდრის საადი (საფრ) სენტ ეტიენი რეიმსი იჯარა

10.01 მოჰამედ იატარა (გვინ) ლიონი არლი იჯარა

10.01 ლეანდრო რინაუდო (იტა) ნაპოლი ნოვარა იჯარა

10.01 ლუკა რიკი (იტა) ჩეზენა სპეცია იჯარა

10.01 ნაირონ ნორზვორზი (ინგ) სანდერლენ. უოტფორდი უცნობია

10.01 დანიელე მაჯოკეტი (იტა) კალიარი რეჯინა უცნობია

10.01 კარლოს ლაბრინი (ჩილე) პალერმო ნოვარა უცნობია

10.01 დარნელ ბიენტე (საფრ) ლანსი სუონსი უცნობია

10.01 დანიელ პუდილი (ჩეხ) გენკი გრანადა უცნობია

10.01 პაბლო ლედესმა (არგ) კატანია ბოკა იჯარა

10.01 ალდო სიმონჩინი (ს. მარ) ჩეზენა ვალენცანა იჯარა

10.01 ანტუნეში (პორტ) რომა პანიონიოსი იჯარა

10.01 რონი (ბრა) კრისიუმა ვიტესი 2,4 მლნ

11.01. გაბრიელ სილვა (ბრა) უდინეზე გრანადა იჯარა

11.01. ლოიკ ლანდრე (საფრ) პსჟ კლერმონი იჯარა

11.01. გლენ ვერბაუჰედე (ბელგ) ბრიუგე ვესტერლო თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა