იტალიის თასი. 1/8 ფინალი: ნამატჩევს, ედუარდო რეია კმაყოფილი გახლდათ
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა ჯერ კიდევ გასულ წელს გაიმართა: "იუვენტუსმა" "ბოლონიას" მოუგო დამატებით დროში 2:1, "სიენამ" კი "პალერმოს" ფეერიული 4:4-ის შემდეგ თერტმეტმეტრიანების სერიაში აჯობა.

მესამე შეხვედრა "ლაციოსა" და "ვერონას" შორის სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა და რა გასაკვირია, რომ ფავოროტად რომაული გუნდი მიიჩნეოდა. საბოლოოდ, გამარჯვება დარჩათ კიდეც მასპინძლებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება სერია B-ს ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა...

შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, როდესაც მასპინძლები ანდრე დიასისა და ტომაზო როკის გოლების წყალობით მეტოქეს ორი ბურთის სხვაობით ამარცხებდნენ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ტაიმში მომენტები ორივე კართან თანაბარი რაოდენობით შეიქმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო რომაელებმა ივარგეს. და მაშინ, როდესაც მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, სტუმრებმა თავი გამოიდეს და დედაქალაქელებს ორი გოლი გაუტანეს...

მოვლენათა ასეთი განვითარება ყველასათვის მოულოდნელი იყო და მასპინძლები ცოტა დაბნეულებიც კი ჩანდნენ.

შედეგად, "ვერონა" მესამე გოლის გატანასთან იყო ახლოს, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში მეკარე ბიძარიმ კარგი რეაქცია გამოავლინა. ვერ გაიტან, გაგიტანენო, ნათქვამია და სწორედ ეს წესი ამოქმედდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში - მატჩის არბიტრმა სტუმართა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დანიშნა, ბურთთან ერნანესი მივიდა და უზუსტესი დარტყმით შეხვედრის საბოლო რეზულტატი დააფიქსირა, 3:2.

ნამატჩევს, ედუარდო რეია კმაყოფილი გახლდათ და შემდეგი განაცხადა: "შეხვედრა იმაზე უფრო რთული გამოდგა, ვიდრე მოველოდით.

"ვერონა" ძალიან კარგი გუნდია და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონში სერია A-ში იასპარეზებს. ხარვეზები გვქონდა და თანაც, ბევრი, მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. ამ გამარჯვებამ საკუთარი ძალების რწმენა შეგვმატა - ჩვენ თასის მომდევნო ეტაპზე გავედით და ეს მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო კონდიციისგან შორს ვართ".

ლაციო-ვერონა 3:2

გოლები: 1:0 დიასი (44), 2:0 როკი (58), 2:1 ბერეტონი (61), 2:2 დალესანდრო (74), 3:2 ერნანესი (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა