ვესლი სნეიდერმა საბოლოოდ მოიშუშა ტრავმა და გუშინ პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა
იტალიური საფეხბურთო სამყარო მილანური დერბის მოლოდინშია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ მართლაც გამორჩეულ დაპირისპირებამდე დღეებია დარჩენილი.

ორივე გუნდში დიდი სამზადისია, თუმცა პრესასთან უფრო აქტიურად "ინტერის" წარმომადგენლები ურთიერთობენ. ჯერ გუნდის მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის გადავცემთ სიტყვას, შემდეგ კი ერთი კარგი ამბავი გვაქვს "ნერაძურის" გულშემატკივრებისთვის:

"ბოლო დღებია ქალაქში საოცარი ატმოსფეროა, თითქოს რაღაც შეიცვალა და ზუსტად ვერც ვხვდები რა. ყველა ფეხბურთით ცოცხლობს და ეს განსაკუთრებულ აურას ქმნის. გულშემატკივართა მხარდაჭერას ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ, ასეა მეტოქის ბანაკშიც. ერთი სიტყვით, წინ დიდი მატჩი გველის, რომელიც იმედია ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რადგან დასაკარგი ბევრი არაფერი გვაქვს - აი "მილანი" კი სასკუდეტო მარათონშია ჩართული, რაც დამატებითი პასუხისმგებლობა და წნეხია. შემადგენლობასა და სტრატეგიაზე დღეს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ის ძალიან მახარებს, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან".

რანიერი ნაწილობრივ შეეხო იმას, რაზეც ზემოთ დაგპირდით და პრინციპში, სათაურშიც გვაქვს გამოტანილი - საქმე იმაშია, რომ ვესლი სნეიდერმა საბოლოოდ მოიშუშა ტრავმა და გუშინ პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი ემოციებს ვერ მალავდა და შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარა:

"საკმაო ხანია სრულყოფილად არ მივარჯიშია და თავს უბედნიერესად ვგრძნობ. რაც მთავარია, ტკივილს არ შევუწუხებივარ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტრავმა ბოლომდე მოშუშებულია. ვითამაშებ თუ არა დერბიში? - ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია და ვნახოთ, რას მოიფიქრებს კლაუდიო რანიერი. მე მზად ვარ და თუ ძირითადში დამაყენა, ვეცდები შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო. ტრავმის შიში ნამდვილად არ მაქვს და თუ პირველი ვარჯიშით ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ".

მიკრო-ტრავმა ჰქონდა კიდევ ერთ ნახევარმცველ ტიაგო მოტას და "ინტერის" გულშემატკივართა გასახარად, ისიც სრულად განკურნებულია. ანუ, კლაუდიო რანიერის ამ დროისთვის მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში: სალი მუნტარი და ჯონათანი. ერთი სიტყვით, "ნერაძური" ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება მილანურ დერბის, რაც კლუბის პრეზიდენტ მასიმო მორატის ძალიან ახარებს - მისი თქმით, ფავორიტი სწორედ "ინტერია" და ეს კვირის შეხვედრაში დამტკიცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა