გუშინ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ორივე ქართველმა მოიგო - გაგამარუ, რომელიც მე-10 მაეგაშირაა, უკვე 3-1 ბალანსით იწონებს თავს
გუშინ ტოკიოს ბაშოზე უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ორივე ქართველმა მოიგო - გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მე-10 მაეგაშირაა, უკვე 3-1 ბალანსით იწონებს თავს.

გუშინ ჩვენმა მძიმეწონოსანმა მალევე მოუმთავრა საქმე 197-სანტიმეტრიან იაპონელ გოლიათ იოშიაზუმას. აი, ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) კი გაუჭირდა - ის თითქმის 2 წუთის განმავლობაში იცავდა თავს სადანოფუჯის შემოტევებისგან, ბოლოს უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ყელიდან ხელი გააშვებინა მეტოქეს და ჯიქურ შეუტია. ტოჩინოშინის ბალანსი 2-2-ია. ჰაცუ ბაშოზე 6 რიკიშია დაუმარცხებელი, მათ შორის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმ (ლევან ცაგურია) გამოცდილ ვაკანოსატოსთან წააგო და 2-2 ბალანსი გაუხდა.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ოკინოუმი (შიტატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკეკაძე (იორიკირი), ტოიონოშიმა-კისენოსატო (ოშიდაში), ბარუტო-ვაკაკოიუ (ოკუნიტაოში), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კოტოოშუ-გოეიდო (ცუკიტაოში), კაკურიუ-მიაბიამა (იორიკირი), ტაკაიასუ-ჰომაშო (ოშიდაში), ტოჩინოვაკა-კიტატაიკი (ცუკიოტოში), არანი-ტოიოჰიბიკი (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-სადანოფუჯი (იორიკირი), გაგამარუ-იოშიაზუმა (იორიკირი). ძურიო: ვაკანოსატო-კოკაი (უვატეჰინერი).

სატურნირო მდგომარეობა

4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), ასასეკირიუ (მაეგაშირა 15)... 3-1: გაგამარუ (მ 10)... 2-2: ტოჩინოშინი (მ 9).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიაბიამა, კისენოსატო-კაკურიუ, ბარუტო-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-გოეიდო, კოტოოშუ-ოკინოუმი, ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი, ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ, ამინიშიკი-ტაკაიასუ, ჰომაშო-მიოგირიუ, ტოჩინოვაკა-ტოიოჰიბიკი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, ტოჩინოშინი-შოჰოზანი. ძურიო: კოკაი-ჰოჩიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა