ჩვენებურის "პანიონიოსმა" "კავალასი" 87:64 დაამარცხეს, ხოლო ვოვამ მატჩი უქულოდ დაასრულა, თუმცა 3-3 პასი და ჩაჭრა მოაგროვა
ვლადიმერ ბოისამ თავის ახალ კლუბ "პანიონიოსში" პირველი მატჩი ჩაატარა. ათენელებმა "კავალასთან" დამაჯერებლად მოიგეს - 87:64. საწყის ორ მეოთხედში "პანიონიოსის" კალათბურთელებმა 22-22 ქულა ჩააგდეს, მეტოქემ კი პირველ პერიოდში 15 ქულა მოაგროვა, მეორეში - 14.

შესაბამისად, პირველი ტაიმი ბოისას თანაგუნდელებმა 44:29 მოიგეს და მეორე ტაიმში "კავალას" კალათბურთელებისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი არ მიუციათ.

ვლადიმერ ბოისა, რომელმაც საბერძნეთში 17-ნომრიანი მაისურა მოირგო, თამაშში მეორე პერიოდში ჩაერთო და მოედანზე სულ 11 წუთი გაატარა.

მართალია, ვოვამ მატჩი უქულოდ დაასრულა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ დრო უქმად გაატარა - 3-3 პასი და ჩაჭრა მოაგროვა. მან 1 ორქულიანი და 4 საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, თუმცა მეტოქეებს წესების დარღვევა ოთხჯერ აიძულა. მატჩის ბომბარდირი "პანიონიოსის" ამერიკელი ლეგიონერი ჯონ დიებლერი გახდა (20 ქულა ჩააგდო), მას ერთი ქულით ჩამორჩა თანაგუნდელი ზისის სარიკოპულოსი, ხოლო ვასილეოს კავადასმა 12 ქულა მოაგროვა.

"პანიონიოსს" 12 ტურის შემდეგ 8 მოგება, 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყარადაა. მომდევნო შეხვედრას ბოისას გუნდი 14 იანვარს კვლავ შინ გამართავს - "კოლოსოსს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა