სიმფეროპოლის "ტავრიამ" ოფიაციალურად გამოაცხადა, რომ 34 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდში აღარ ირიცხება
გუშინ სიმფეროპოლის "ტავრიამ" ოფიაციალურად გამოაცხადა, რომ ვასილ გიგიაძე გუნდში აღარ ირიცხება.

"34 წლის ქართველი თავდამსხმელი "ტავრიას" ფეხბურთელი აღარ არის. მას კონტრაქტი დაუსრულდა და რადგან მთავარმა მწვრთნელმა, სემიონ ალტმანმა მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოთქვა, ხელშეკრულებაც აღარ გახანგრძლივებულა.

გიგიაძე "ტავრიაში" 2000 წლიდან ირიცხება, მართალია, კლუბები შეიცვალა, მაგრამ გუნდს ორჯერ დაუბრუნდა. უკრაინის ჩემპიონატში გუნდის ფორმით 176 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა, უკრაინის თასზე გამართულ 15 მატჩი კი - 4 გოლი. 2010 წელს "ტავრიასთან" ერთად უკრაინის თასს დაეუფლა.

"ტავრია" მადლობას უხდის ვასილ გიგიაძეს მრავალწლიანი გამოსვლისთვის და უსურვებს წარმატებებს", - იუწყება "ტავრიას" პრეს-სამსახური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა