ლვოვის საფეხბურთო კლუბმა "კარპატიმ", რომელიც "ზესტაფონის" ყოფილი ფეხბურთელით გაძლიერდა, ვარჯიშები განაახლა

ლვოვის საფეხბურთო კლუბმა "კარპატიმ", რომელიც ქართველი ფეხბურთელით ბუბა დაუშვილით გაძლიერდა, ვარჯიშები განაახლა.

დაუშვილმა გუნდის საერთო ჯგუფში უკვე ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველი მანადმე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. უკრაინელები ახალგაზრდა ნახევარმცველით "ზესტაფონისა" და "კარპატის" ამხანაგური შეხვედრის დროს დაინტერესდნენ და თავის მიზანს მიაღწიეს, ბუბა ამჟამად კარპატელია.

ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან ძალაში პირველი იანვრიდან შევიდა და ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენებური "კარპატის" ღირსებას 4 წლის განმავლობაში დაიცავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუბა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და უკვე 22 იანვარს გუნდს თურქეთში შეკრებაზე გაყვება.

აქვე უკრაინული კლუბის სამომავლო გეგმებზეც მოგახსენებთ:

21 იანვრამდე "კარპატი" ბრიუხოვიჩში თავის ბაზაზე ივარჯიშებს, ხოლო 22-ში თურქეთში გაემგზავრება, სადაც 4 თებერვლამდე დაჰყოფს.

შეკრების დროს გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს გამარათვს. პირველი შეხვედრა 26 იანვარს, პოლონურ "იაგელონიასთანაა" დაგეგმილი, მეორე დაპირისპირება რუმინულ "დინამოსთან" შედგება, ხოლო მესამე მეტოქე ნალჩიკის "სპარტაკია", რომელსაც "კარპატი" 3 თებერვალს შეხვდება.

თებერვალში უკრაინული გუნდი კიდევ სამ მატჩს გამართავს. 16 თებერვალს ლვოველები სერბეთის "ვოივოდინას" ეთამაშებიან, 20-ში კი ლატვიურ "ვენტსპილს". მესამე მეტოქის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

შესაბამისად, ქართველ ნახევარმცველს საკმაოდ დრო ექნება იმისთვის, რომ ლვოვურ გუნდში ადაპტაცია გაიაროს და მის სათამაშო სქემას კარგად შეეწყოს.

მომზადებულია fckarpaty.lviv.ua-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა