"ზებენერშტრასეზე" დაბრუნებული მიუნხენელები მიიჩნევენ, რომ გუნდი გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის სრულ მზადყოფნაშია
მიუნხენის "ბაიერნი" მოსამზადებელი შეკრებიდან დაბრუნდა. როგორც იცით, ბავარიელებმა შეკრება ყატარში გაიარეს და ინდოეთშიც იყვნენ, სადაც ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებთან ტესტ-მატჩი გამართეს.

"ზებენერშტრასეზე" დაბრუნებული მიუნხენელები მიიჩნევენ, რომ გუნდი გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრისთვის და ზოგადად სეზონის მეორე ნახევრისთვის სრულ მზადყოფნაშია. მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს კი ყველაზე მეტად ფორმაში შესული არიენ რობენისა და გამოჯანმრთელენული ბასტიან შვაინშტაიგერის ეიმედება.

რეკორდმაისტერი მიუნხენში ოთხშაბათს დაბრუნდა - ფეხბურთელები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები გადაღლილები ჩანდნენ, მაგრამ როგორც მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა თქვა, დაღლილობა მხოლოდ და მხოლოდ ფრენის ბრალი იყო. ისე კი, მიუნხენურ გრანდში თავს ყველა შესანიშნავად გრძნობს. ნერლინგერის თქმით, ყატარულმა შეკრებამ გუნდს მოტივაცია გაუორმაგა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი შეკრება იყო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ასე რომ, მეორე წრისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. ფეხბურთში სრულყოფელების მიღწევა შეუძელებელია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდის დღევანდელი ფორმა და მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ყველაფრით კმაყოფილი ვარ," - ეს ჰაინკესის სიტყვებია.

"ბაიერნის" ჰოლანდიელი დრიბლიორი რობენი "სუპერ-შეკრებაზე" საუბრობდა, ვიცე-კაპიტანმა შვაინშტაიგერმა კი ყატარულ შეკრებას სრულყოფილი მოსამზადებელი პერიოდი უწოდა. მათი აზრით, რეკორდმაისტერი მზადაა იმისათვის, რომ ჰეთ-თრიკის შესასრულებლად იბრძოლოს. განსაკუთრებით რობენს სჯერა, რომ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ჰაინკესი ბედნიერია იმის გამო, რომ შვაინიცა და რობენიც სრულიად ჯანმრთელნი არიან, ყატარში კი ფორმაში შესვლაც მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "დონ იუპს" შეუძლია, ორვეს ასი პროცენტით დაეყრდნოს. შეგახსენებთ, რომ ბავარიელთა თავკაცი პირველ წრეში ამას ყოველთვის ვერ ახერხებდა - შვაინშტაიგერს პირველი წრის ბოლო თვენახევარი გაუცდა, რობენს კი, როგორც იცით, ხშირი ტრავმიანობის გამო სულაც "ჰოლანდიელი პაციენტი" შეარქვეს.

"20 იანვარს, მიონხენგლადბახში გასამართ შეხვედრას ორივე საუკეთესო ფორმაში შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში ხან ერთი გვაკლდა და ხანაც მეორე, მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არიენი სეზონის დასაწყისში იყო დაშავებული, ხოლო შვაინშტაიგერს კი მე-11 ტურის შემდეგ აღარ უთამაშია, იოლი წარმოსადგენია, რამდენად გაუმჯობესდება ჩვენი თამაშის ხარისხი მეორე წრეში, როცა ორივე ითამაშებს," - კმაყოფილებისგან ხელებს იფშვნეტს ჰაინკესი.

"დონ იუპმა" თავისი შეგირდები გუშინწინ დაასვენა, გუშინ ნაშუადღევს კი "ბაიერნმა" თიურინგენისკენ აიღო გეზი, სადაც ბავარიელები კვირას, მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "როტ-ვაის ერფურტთან" მორიგ ტესტ-მატჩს გამართავენ.

ოლიჩი ვეღარ ითმენს: იუვე, ლაციო და ვოლფსბურგი რიგში დგანან!

ივიცა ოლიჩმა განაცხადა, რომ "ბაიერნში" დარჩენას აღარ გამორიცხავს. როგორც იცით, 32 წლის ხორვატ თავდამსხმელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და აქამდე წასვლაზე ეჭირა თვალი. ყატარიდან დაბრუნების შემდეგ კი, ოლიჩმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს განუცხადა, მიუნხენში დიდხანს დარჩენას აღარ გამოვრიცხავო.

თუმცა ფაქტია, რომ თუკი მისი შენარჩუნება სურთ, ბავარიელებმა ივიცასთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა იჩქარონ, რადგან ხორვატიის ნაკრების გამოცდილ გოლეადორს უკვე რამდენიმე ძალიან სერიოზული მთხოვნელი ჰყავს. "ბილდის" ინფორმაციით, ზაფხულში მისი გადაბირება რომის "ლაციოს", ტურინის "იუვენტუსს" და "ვოლფსბურგს" აქვთ გადაწყვეტილი. ხსენებული გამოცემა წერს, რომ ოლიჩის მრჩეველს სამივე კლუბის ბოსები დაუკავშირდნენ და ივიცასთვის 2-წლიანი კონტრაქტები შესთავაზეს.

ჰაინკესის მოსაზრება ოლიჩთან დაკავშირებით ასეთია: "ჩემი აზრით, ივიცას ახალი კონტრაქტი უნდა გავუფორმოთ. მისი დათმობა არ მინდა." რაც შეეხება ფეხბურთელს - ოლიჩი ამბობს: "ბაიერნის" ხელმძღვანელებთან გასაუბრების გარეშე გადაწყვეტილების მიღება არ მინდა. ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მალე გავიგო, რა გეგმები აქვს მიუნხენურ კლუბს ჩემთან დაკავშირებით. ეს ახლავე მაინტერესებს და არა მაისში. მე დიდი ოჯახი მყავს და პატარა ბიჭიც აღარ ვარ - მინდა, რომ ყველაფერი ადრევე დავგეგმო. მიუნხენში დარჩენაზე უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ერთწლიანი კონტრაქტი არ მაკმაყოფილებს!"

ამ სეზონში ივიცა ოლიჩი "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და სწორედ ამიტომ უნდოდა მიუნხენიდან წასვლა. წინ ევროპის ჩემპიონატია და ხორვატს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებოდა, თუმცა მას ევრო 2012-ზე თამაში მაინც განაღდებული აქვს. მისი გადაბირება ახლავე სურდათ "ვოლფსბურგს" და "ფულჰემს", მაგრამ მიუნხენელებმა "ქვა ააგდეს, თავი შეუშვირეს" და ოლიჩს იანვარში სხვაგან გადასვლა აუკრძალეს. ეს მას მერე მოხდა, რაც მიუნხენში იყნოსეს, რომ ფრაიბურგელი პაპის დემბა სისე ოლიჩს ღირსეულად ვერ შეცვლიდა. ამრიგად, "ბაიერნმა" სისეზე ხელი ჩაიქნია და ფსონს ისევ ოლიჩზე ჩავიდა.

საინტერესოა ისიც, რომ ოლიჩი თანახმაა, მარიო გომესის შემცვლელის სტატუსს დაყაბულდეს. "უკვე 32 წლის ვარ და ვხვდები, რომ "ბაიერნის" მსგავს გრანდში ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერავინ მომცემს. თუმცა ის კი ფაქტია, რომ არც მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების პერსპექტივა მაკმაყოფილებს. თანაც, მხოლოდ 10 წუთით მათამაშებენ ხოლმე," - ამბობს ხორვატი.

აღდგომა და ხვალეო - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა