დორტმუნდის "ბორუსიას" უახლოესი წარსულიდან მარსელის "ოლიმპიკთან" ძალიან ცუდი, მეტიც, კოშმარული მოგონებები აკავშირებს
დორტმუნდის "ბორუსიას" უახლოესი წარსულიდან მარსელის "ოლიმპიკთან" ძალიან ცუდი, მეტიც, კოშმარული მოგონებები აკავშირებს და პრინციპში, ლოგიკურია, რომ გერმანიის ჩემპიონმა ფრანგული გრანდის თხოვნას ცივი და მტკიცე უარით უპასუხა.

"მარსელმა" "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორივე თამაში მოუგო (3:0 და 3:2), რის გამოც დორტმუნდელები ბოლო ადგილზე გავიდნენ, ახლა კი, ფრანგულმა კლუბმა BVB-ს თავდამსხმელის, ლუკას ბარიოსის არენდით წაყვანა მოისურვა, მაგრამ დორტმუნდელებმა ველოდრომელებს უარი უთხრეს.

მართალია, "ბორუსიას" 27 წლის ბარიოსს "კალთებს არ ახევს", მაგრამ "შავ-ყვითლებს" უთამაშებლობით უკმაყოფილო არგენტინელის იჯარით გაშვებაც არ აწყობთ.

"მარსელი" კი ამთავითვე ზრუნავს 26 წლის ანდრე-პიერ ჟინიაკის შემცვლელის პოვნაზე, რადგან ეს უკანასკნელი ინგლისურ "ფულჰემს" ფაქტობრივად ყველაფერზე შეუთანხმდა. გაირკვა ისიც, რომ "ტოტენჰემი" ველოდრომელთა ცენტრფორვარდი ლოიკ რემის ეპატიჟება და მოკლედ, "მარსელს" ბარიოსი სჭირდება. უფრო სწორად, სჭირდებოდა.

ლუკასის გაშვება დორტმუნდელების მიზანი არ არის, მაგრამ არ მალავენ, რომ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში თავდამსხმელს გაყიდიან, არენდით გაშვებას კი კატეგორიულად გამორიცხავენ. "დორტმუნდი" ბარიოსს 12 მილიონ ევროდ აფასებს და უფასოდ (თუნდაც რამდენიმე თვით) არ დათმობს, რადგან ასეთ შემთხვევაში დორტმუნდელთა თავკაც იურგენ კლოპს გუნდში მხოლოდ ერთი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი (რობერტ ლევანდოვსკი) დარჩება და არც ფული ექნება იმისთვის, რომ ლუკასის შემცვლელი მალევე იყიდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა